არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ოქროს წლები“?

„ოქროს წლები“?

„ოქროს წლები“?

დილის შვიდის ნახევარია. სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოუეტოში ზამთრის სუსხიანი დილა გათენდა. ეველინი საწოლიდან ადგომას აპირებს *. მის სახლში, სადაც ცენტრალური გათბობა არ არის, ეს ნამდვილი წამებაა.

ტკივილის გამო ეველინი ნელ-ნელა აჩოჩებს ართრიტით დაავადებულ მუხლებს საწოლიდან. შემდეგ საწოლზე ჯდება და იცდის, სანამ მუხლებში ტკივილი გაუყუჩდება. ახლა ის ხელებს ეყრდნობა და ძლივ-ძლივობით დგება. ეველინი ტკივილისგან კვნესის და წელზე ხელებშემოწყობილი, როგორც ‘დამძიმებული კუტკალია’, სააბაზანომდე გაჭირვებით მიდის (ეკლესიასტე 12:5) *.

„რა მიღწევაა!“ — ჩაილაპარაკა თავისთვის ეველინმა. მან არა მარტო გაიღვიძა ამ დილით, არამედ ტკივილებით დატანჯული სხეულის დამორჩილებაც შეძლო.

მაგრამ მას სხვა საზრუნავიც აქვს. „შეიძლება გულმავიწყი გავხდე“, — ამბობს ეველინი. ხანდახან მას ავიწყდება, სად დადო სახლის გასაღები, მაგრამ გონება ჯერ კიდევ კარგად უჭრის. „სულ ვლოცულობ, რომ სხვა მოხუცებივით მეხსიერება არ დავკარგო“, — ამბობს ის.

ახალგაზრდობაში ეველინს არასდროს უფიქრია სიბერეზე. მოულოდნელად, წლები თვალსა და ხელს შუა გაეპარა და ახლა ავადმყოფი სხეული ხშირად ახსენებს, რომ ის 74 წლისაა.

სხვები, რომლებიც ეველინზე უკეთეს მდგომარეობაში არიან და შედარებით ნაკლებად აწუხებთ დაავადებები და სტრესი, ხანში შესვლას ოქროს წლებად მიიჩნევენ. პატრიარქი აბრაამის მსგავსად, მათ შეიძლება მიაღწიეს „კეთილ სიბერეს“ და „მოხუცებული და დღეებით გამაძღარნი“ არიან (დაბადება 25:8). სხვებისთვის ეს შეიძლება „დამამწუხრებელი დღეები ან წლები“ იყოს და მხოლოდ იმასღა ამბობდნენ, რომ „აღარ მახარებსო ისინი“ (ეკლესიასტე 12:1, აქ). ერთი გამოკითხვის თანახმად, პენსიაში გასვლას იმდენად ბევრი ადამიანი უყურებს პესიმისტურად, რომ ჟურნალმა „ნიუსუიკმა“ წინადადება შემოიტანა — ამ წლებს „ოქროს წლების“ ნაცვლად „ცხოვრების შავბნელი პერიოდი“ დაერქვას.

თქვენ როგორ უყურებთ მოხუცებულობას? რა სირთულეებს ხვდებიან ხანში შესულები? გარდაუვალია მათთვის გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება? რის გაკეთება შეიძლება „ოქროს წლებში“ სიმშვიდის შესანარჩუნებლად?

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 სტატიათა ამ სერიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 3 ეს მონაკვეთი ერთ-ერთ უძველეს ბიბლიურ წიგნ „ეკლესიასტეში“ დიდი ხანია, ცნობილია როგორც ხანდაზმულობასთან დაკავშირებული სირთულეების პოეტური აღწერა.