არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უმნიშვნელოვანესი თარიღი ისტორიაში

უმნიშვნელოვანესი თარიღი ისტორიაში

უმნიშვნელოვანესი თარიღი ისტორიაში

ეს თარიღი იესო ქრისტეს სიკვდილს უკავშირდება. რატომ აქვს იესოს სიკვდილს ასეთი დიდი მნიშვნელობა? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

იესომ ერთგულება სიკვდილამდე შეინარჩუნა, რითაც დაამტკიცა, რომ ადამიანს შეუძლია ღვთის წინაშე უმწიკვლობის შენარჩუნება.

გარდა ამისა, ქრისტეს სიკვდილი შესაძლებლობას აძლევს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, მისი თანამმართველები იყვნენ ზეცაში. ასევე, იესოს სიკვდილის შედეგად, უამრავი ადამიანი მარადიულად იცხოვრებს დედამიწაზე სამოთხეში.

სიკვდილის წინა საღამოს იესომ სიყვარულით გაღებული თავისი სხეულის სიმბოლოდ უფუარი პური და წითელი ღვინო გამოიყენა. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ეს აკეთეთ ჩემს გასახსენებლად“ (ლუკა 22:19). თქვენც გაიხსენებთ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას?

იეჰოვას მოწმეები გულთბილად გიწვევენ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად. წელს გახსენების საღამო აღინიშნება ოთხშაბათს, 12 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. შეგიძლიათ თქვენს სახლთან ახლომდებარე სამეფო დარბაზში დაესწროთ ამ საღამოს. დროისა და ადგილის დასაზუსტებლად შეგიძლიათ თქვენს მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს მიმართოთ.