არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ხელიდან ვერ ვუშვებდი“

„ხელიდან ვერ ვუშვებდი“

„ხელიდან ვერ ვუშვებდი“

▪ გასულ წელს მთელ მსოფლიოში ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა კონგრესებზე გამოიცა ბიბლიის შესასწავლად განკუთვნილი ახალი წიგნი. ამ 224-გვერდიანი ილუსტრირებული წიგნის სათაურია „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“

ერთმა მკითხველმა მოგვწერა: „წიგნს ხელიდან ვერ ვუშვებდი. მასში თავმოყრილია ყოველივე საუკეთესო, რაც კი მანამდე გამოცემულ მსგავს სახელმძღვანელოებში მინახავს“.

სხვამ კი აღნიშნა: „კითხვისას ერთი სული გაქვს, როდის გადახვალ შემდეგ გვერდზე. წიგნში ისიც მომეწონა, რომ ყოველი თავის დასასრულს ნათქვამია, რა იქნება განხილული მომდევნო თავში. კითხვისას არაერთხელ მომადგა თვალზე ცრემლი . . . ამ წიგნის შესახებ ყველა ჩემი შთაბეჭდილება რომ გადმომეცა, ალბათ, წიგნი დაიწერებოდა!“

კიდევ ერთმა მადლიერმა მკითხველმა მოგვწერა: „მერწმუნეთ, ეს წიგნი ფასდაუდებელი სულიერი საგანძურია. ის უდიდეს დახმარებას გაგვიწევს ახალი მოწაფეების მომზადებაში“.

წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ამჟამად გამოცემულია 140-ზე მეტ ენაზე. თუ გსურთ ამ წიგნის მიღება, შეავსეთ თანდართული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა