არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მასაჟი ბავშვისთვის?

მასაჟი ბავშვისთვის?

მასაჟი ბავშვისთვის?

„გამოიღვიძეთ!“–ისთვის ესპანეთიდან

ნიგერიაში მცხოვრები ანიტა აბანავებს თავის პატარას და შემდეგ ფრთხილად უკეთებს მასაჟს. დედაც და პატარაც დიდ სიამოვნებას იღებენ ამით. „ნიგერიელი დედებისთვის ეს ბავშვზე ზრუნვის ტრადიციული მეთოდია, — გვიხსნის ანიტა. — დედაჩემიც გვიკეთებდა მასაჟს მე და ჩემს ძმებს. მასაჟი საუკეთესო საშუალებაა ბავშვის კუნთების განსავითარებლად და სხეულის მოსადუნებლად. მასაჟის დროს ბავშვს ვუმღერი და ველაპარაკები, ის კი სამაგიეროდ ღუღუნებს და მიცინის. ეს შესანიშნავი განცდაა!“

ბავშვისთვის მასაჟის გაკეთება ბევრ ქვეყანაშია მიღებული და დასავლეთის ზოგ ქვეყანაშიც პოპულარული ხდება. ბავშვის მასაჟის ესპანეთის ასოციაციის თანახმად, მასაჟი არის სათუთი, ნაზი და სასიამოვნო მეთოდი, რითაც მშობლები ფიზიკურ და ემოციურ კონტაქტს ამყარებენ შვილთან. ამაში შედის როგორც ნაზი, ისე შედარებით ძლიერი დარტყმები ფეხებზე, ზურგზე, გულმკერდზე, მუცელზე, მკლავებსა და სახეზე.

რა სარგებლობა მოაქვს ბავშვისთვის მასაჟს? ამ დროს ბავშვი სიყვარულსა და სინაზეს გრძნობს. ახალშობილს მხოლოდ კვება კი არ სჭირდება, არამედ მშობლების სიყვარულიც. რადგან შეხებას ბავშვი პატარაობიდანვე გრძნობს, ნაზად გაკეთებული მასაჟის საშუალებით მშობლები სიყვარულს აგრძნობინებენ ბავშვს. მასაჟით ბავშვისთვის დიდი — ფიზიკური თუ ემოციური — ინფორმაციის გადაცემა შეიძლება. ამგვარად, მასაჟმა შეიძლება ხელი შეუწყოს მშობლებსა და ახალშობილს შორის მტკიცე კავშირის დაბადებიდანვე განვითარებას.

სიყვარულის გამოხატვის გარდა, მასაჟი მოდუნებაში ეხმარება ბავშვს, რაც ხანგრძლივად ძილის საშუალებას აძლევს მას და სტრესს უმცირებს. მასაჟმა შეიძლება ბავშვს კუნთები გაუმაგროს, მოუწესრიგოს სისხლის მიმოქცევა, საჭმლის მონელების პროცესი და სასუნთქი სისტემა. ზოგიერთის აზრით, მასაჟი ბავშვის იმუნური სისტემისთვისაც სასარგებლოა. და ვინაიდან ამ დროს ბავშვის შეხების, მხედველობისა და სმენის სტიმულირება ხდება, მასაჟმა შეიძლება მეხსიერებისა და ათვისების უნარზეც დადებითად იმოქმედოს.

ზოგმა საავადმყოფომ გამოიკვლია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის მასაჟის კეთებას. მაგალითად, ერთი გამოკვლევის თანახმად, დღენაკლულ ბავშვებს, რომელთაც მასაჟს უკეთებდნენ, შვიდი დღით წერდნენ საავადმყოფოდან, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთაც მასაჟს არ უკეთებდნენ; აგრეთვე მათ, დანარჩენებთან შედარებით, 47 პროცენტით მოიმატეს წონაში.

როგორც ჩანს, მასაჟი არა მარტო დიდებისთვის არის სასარგებლო! რა თქმა უნდა, მასაჟი ბავშვებისთვის მხოლოდ კუნთების მოდუნება არ არის. ეს არის თბილი ხელებით, მოალერსე თითებითა და ღიმილით გამოხატული სიყვარული.