შესაძლებელია ოჯახი ბედნიერი იყოს?
შესაძლებელია ოჯახი ბედნიერი იყოს?
გასულ წელს ერთმა ახალგაზრდა ქალმა მექსიკაში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალს წერილი მისწერა. მას სურს, მისი ოჯახი ბედნიერი იყოს და ამიტომ რჩევებისთვის ფილიალს მიმართავს. ეს ქალი, რომელიც სიამოვნებით კითხულობს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“- ს, წერს:
„უკვე სამი წელია, რაც დაქორწინებული ვარ. სიხარულით მივიღებ რჩევებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩემი ოჯახის ბედნიერებას. მე და ჩემს მეუღლეს ორი წლის ბიჭუნა გვყავს. დიდი სურვილი მაქვს, სწორად აღვზარდო შვილი“.
ამ ქალმა გაიგო წიგნის „ოჯახური ბედნიერების საიდუმლოს“ შესახებ და შეუკვეთა. ათასობით სხვა ადამიანმა იგივე გააკეთა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ბევრმა პირადი შთაბეჭდილება გაგვიზიარა. მათ აღნიშნეს, თუ რამდენად დამხმარეა ეს სახელმძღვანელო. წიგნი შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას. მასში განხილულია შემდეგი საკითხები: „სიყრმიდანვე აღზარდე შენი შვილი“, „დაიცავი ოჯახი საზიანო გავლენებისგან“, „შეინარჩუნე მშვიდობა ოჯახში“ და ასე შემდეგ.
თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. შეავსეთ თანდართული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.