არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

გადამეტებული დალევის საშიშროების წინაშე ხომ არ დგახართ? (8 ოქტომბერი, 2005). არაერთხელ წამიკითხავს მკითხველთა წერილებში ასეთი სიტყვები: „ეს სტატია მართლაც დროული იყო“. არასდროს მომსვლია ასეთი აზრი, მაგრამ როცა სტატიათა ეს სერია წავიკითხე, იგივე ვუთხარი საკუთარ თავს. რაღაც პერიოდის მანძილზე ყოველდღიურად ვიღებდი ალკოჰოლს. ეს ძალიან მაწუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვთვრებოდი. შემდეგ ეს სტატიათა სერია დაიბეჭდა. როდესაც გავიგე, რა საშიშროების წინაშე ვიდექი, მივხვდი, რომ დრო იყო, ზომები მიმეღო და სმა მიმეტოვებინა.

კ. ვ. (გერმანია).

სტატიათა ამ სერიაში მოხსენიებულია ჰილარიო, რომელიც 30 წლის განმავლობაში გადამეტებულად სვამდა. სმის მიტოვების მცდელობის მიუხედავად, ის ბევრჯერ დაუბრუნდა სმას. ჰილარიოს იეჰოვას მოწმეთა კრებაში აღმოუჩინეს დახმარება. მან აღნიშნა: „მოწმეები ყოველთვის მხარში მედგნენ, მამხნევებდნენ“. იყო ჰილარიო გაკიცხული ან ქრისტიანული კრებიდან გარიცხული?

რ. ლ. (შეერთებული შტატები).

„გამოიღვიძეთ!“–ის პასუხი: სტატიაში მოკლედ არის აღწერილი ჰილარიოს შემთხვევა. ის 30 წლის მანძილზე ებრძოდა თავის ცუდ ჩვევას; მაგრამ სტატიიდან არ ჩანს, ამ დროის რომელ მონაკვეთში მოინათლა ის. არც ის ჩანს, ჰქონდა თუ არა მას კრების უხუცესებისგან მიღებული გაკიცხვა. სტატიაში წერია, რომ ჰილარიომ „სათანადო ბიბლიური რჩევები“ მიიღო, რომლებსაც დროდადრო სამართლებრივი კომიტეტი იძლევა. სმის მიტოვების მცდელობის მიუხედავად, ადამიანები ზოგჯერ კვლავ უბრუნდებიან სმას, როგორც ეს ჰილარიოს შემთხვევაში მოხდა. თუ გაინტერესებთ, როგორ შეუძლია მონათლულ ქრისტიანს ამ პრობლემასთან გამკლავება, იხილეთ 2001 წლის 8 მარტის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 18—21.

ახალგაზრდების შეკითხვები — რატომ მიზიდავენ ქრისტიანისთვის შეუფერებელი ადამიანები? (8 აგვისტო, 2005). ამ სტატიამ დამანახვა, რომ მერყევი არ უნდა ვიყო. შედეგად აღვიძარი, ცუდ საზოგადოებას ჩამოვშორებოდი. დღეს კრებაში ბევრთან, როგორც ახალგაზრდებთან, ისე ხანდაზმულებთან, ახლო ურთიერთობა მაქვს. ისინი, რომლებსაც უყვართ იეჰოვა, ჩემ მიმართ სიყვარულს ავლენენ და აღმძრავენ, განვაგრძო სიცოცხლის გზით სიარული.

მ. დ. (მექსიკა).

მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, მიზანს მივაღწიო (22 ივნისი, 2005 [რუს.]). როდესაც მარტას ისტორია წავიკითხე, ცრემლები ღაპა–ღუპით მომდიოდა. მეც ვიტანჯები ეპილეფსიით. უკვე ათი წელია, რაც სრული დროით ვმსახურობ. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა შეტევა მაქვს, მიჭირს მსახურება. მარტას შემთხვევამ გამიძლიერა გადაწყვეტილება, არ მივატოვო მსახურება. ამ სტატიამ ძალიან მანუგეშა.

ი. ს. (პოლონეთი).

იმავე დაავადებას ვებრძვი, რასაც მარტა. მას შემდეგ, რაც მისი ისტორია წავიკითხე, მეტი ყურადღება მივაქციე კვებას. სერიოზული დაავადების მიუხედავად, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ვემსახურებოდი იეჰოვას. დაახლოებით სამი წლის წინ სრული დროით დავიწყე მსახურება, რასაც არ ვნანობ. დაე გაკურთხოთ იეჰოვამ ასეთი გამამხნევებელი სტატიების გამოცემისთვის!

ბ. კ. (ბრაზილია).

ამ სტატიაში ყველაზე მეტად იმან გამამხნევა, რომ მარტა არ დანებდა თავის ავადმყოფობას. მიუხედავად იმისა, რომ მარტას დროებით მსახურების შეწყვეტა მოუწია, მას გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდა; ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ახარებს ჩვენ მიერ მთელი გულით შესრულებული მსახურება. ამან ძალიან მანუგეშა.

ს. ჰ. (იაპონია).

მეც მარტას მსგავს მდგომარეობაში ვარ და უნდა ვაღიარო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მაქვს. მეც ვახერხებ სრული დროით მსახურებას. მარტას შემთხვევამ ძალიან გამამხნევა.

ფ. გ. (შვეიცარია).