არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გულდამძიმებული გოგონას დახმარება

გულდამძიმებული გოგონას დახმარება

გულდამძიმებული გოგონას დახმარება

მექსიკელი გოგონა, 13 წლის სიბია ამჩნევდა, რომ მისი თანაკლასელი სკოლაში ხშირად ატირებული მოდიოდა. სიბიამ სცადა, რამეთი ენუგეშებინა ის. ერთ დღესაც კლასელმა გული გადაუშალა მას და უთხრა, რომ მამამისი ალკოჰოლიკი იყო და დედას სცემდა ხოლმე.

აი რას გვიყვება სიბია: „კლასელმა მითხრა, რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა და თვითმკვლელობაც კი უცდია. მისი აზრით, ის არავის უყვარდა და თავს მიტოვებულად გრძნობდა. მე ავუხსენი, რომ სამყაროში ყველაზე დიდებულ პიროვნებას ძალიან უყვარდა ის. შემდეგ მოვუყევი, თუ რას გააკეთებს იეჰოვა ადამიანებისთვის“.

მოგვიანებით სიბიამ თანაკლასელს მისცა წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ და შესვენებებზე ამ წიგნის ყოველდღიური განხილვა დაიწყო მასთან. თანდათანობით გოგონა უფრო გაიხსნა, ურთიერთობაში უფრო თავისუფალი და მხიარული გახდა. მან სიბიას წერილში ასეთი სიტყვები მისწერა: „მადლობა მეგობრობისა და თანაგრძნობისთვის. შენ ჩემი ნამდვილი და ხარ, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ახლა ვიცი, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩემზე“.

თქვენც ხომ არ იცნობთ ისეთ ახალგაზრდას, რომელსაც დაეხმარებოდა წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები“? მასში 39 თავია და განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: „როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“, „დასაშვებია ქორწინებამდელი სექსი?“ და „როგორ გამოვიცნო ნამდვილი სიყვარული?“. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.