არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ ვზეიმობ ჰელოუინს

რატომ არ ვზეიმობ ჰელოუინს

რატომ არ ვზეიმობ ჰელოუინს

გასულ წელს, როცა 14 წლის კანადელი მაიკლის მეზობლები ჰელოუინისთვის (სპირიტიზმთან დაკავშირებული პოპულარული ყოველწლიური დღესასწაული, რომელსაც ზოგ ქვეყანაში ზეიმობენ) ემზადებოდნენ, მაიკლი სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. თემაში, რომლის დაწერაც მას სკოლაში დაავალეს, მაიკლმა აღნიშნა:

«ეს ღამე ჰელოუინის წინა ღამეა. ფანჯრიდან ვხედავ, როგორ მოურთავთ ჩემს მეზობლებს გაზონები საფლავის ქვებითა და ჩონჩხებით, ფანჯრებში კი გოგრის ფარნები უდგათ *. მშობლები შვილებს სხვადასხვა ფორმას აცმევენ, ბავშვები კი მოუთმენლად ელიან მეორე დღეს, როცა ბევრი ტკბილეული შეხვდებათ.

ჩემი ოჯახი განსხვავებულია. ჩვენი გაზონი არ არის მორთული; ჩვენს ფანჯრებში ფარნები არ დგას. მეკითხებიან, რატომ არ ვზეიმობ ჰელოუინს. პირველ რიგში იმიტომ, რომ იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ ამ დღესასწაულს მისი წარმოშობის გამო *.

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მე მიყვარს ჰელოუინის დრო. შეიძლება მკითხოთ: „რატომ?“ ამ დროს ფიქრის საშუალება მეძლევა. ვფიქრობ, რატომ არ ვმონაწილეობ გარკვეულ ღონისძიებაში. ყველა თავად უნდა დაფიქრდეს, აქვს თუ არა ამა თუ იმ წეს-ჩვეულების წარმოშობას რაიმე მნიშვნელობა. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ნამდვილად აქვს. მაგალითად, ბევრს არ ესიამოვნება, თუ მათი მეზობლები ნაცისტების ფორმას ჩაიცვამენ. რატომ? იმიტომ, რომ მრავალი ადამიანისთვის ეს ფორმა მიუღებელია თავისი წარმოშობისა და იმის გამო, რასაც ის განასახიერებს — უმრავლესობისთვის შეურაცხმყოფელ პრინციპებს. ჩემთვის შეურაცხმყოფელია ის, რასაც ეშმაკი, ბოროტი სულები და ჯადოქრები განასახიერებენ, და არ მინდა, რაიმე მაკავშირებდეს მათთან. კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით ჩვენს არჩევანზე და იმაზეც, თუ რატომ ვაკეთებთ ასეთ არჩევანს. არჩევნის გაკეთებისას პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა იმით, რაც პოპულარულია. ამიტომაც მიყვარს წლის ეს დრო. მეამაყება, რომ სხვებისგან განვსხვავდები და ვიცავ იმას, რაც მწამს».

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ ფარნებს გამოღრუტნული გოგრისგან აკეთებენ. ის სახეს მოგვაგონებს, რადგან მას ამოჭრილი აქვს ცხვირი, პირი და თვალები. შიგ დგამენ სანთელს ან სხვა გასანათებელ საშუალებას.

^ აბზ. 4 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2001 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 5—10.