არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ერთად ვახშმობა გვაახლოებს“

„ერთად ვახშმობა გვაახლოებს“

„ერთად ვახშმობა გვაახლოებს“

იკრიბებით სუფრასთან მთელი ოჯახი დღეში ერთხელ მაინც? სამწუხაროდ, დღეს მრავალი ოჯახი ცხოვრების დაძაბული რიტმის გამო ხშირად ვერ ახერხებს ერთად სადილობას. საკვების მიღება მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ არის. თუ ოჯახთან ერთად ვსადილობთ, შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, დავტკბეთ ერთმანეთთან თბილი ურთიერთობით და განვამტკიცოთ ოჯახური კვანძები.

ალგირდასი, რიმა და მათი სამი ქალიშვილი ლიტვაში ცხოვრობენ. ალგირდასი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ და გოგონებიც სკოლაში სწავლობენ, ყოველთვის ისე ვაწყობთ ჩვენს გეგმებს, რომ ერთად ვივახშმოთ. ამ დროს ყველა თავისუფლად ჰყვება, თუ რა მოხდა დღის განმავლობაში, საუბრობს თავის პრობლემებზე და გეგმებზე, გამოთქვამს თავის აზრს, რა მოსწონთ და რა — არა. ამ დროს სულიერ საკითხებზეც ვმსჯელობთ. უდავოა, ერთად ვახშმობა გვაახლოებს“.

რიმა დასძენს: „გოგონებთან ერთად სადილის მომზადებისას ხშირად გვეძლევა გულახდილი საუბრის შესაძლებლობა. მათ ძალიან მოსწონთ სამზარეულოში ერთად ფუსფუსი, და თანაც ამ დროს ბევრ რამეს სწავლობენ. ასე რომ, საქმესაც ვაკეთებთ და დროსაც სასიამოვნოდ ვატარებთ“.

ერთად ვახშმობა ალგირდასისთვის, რიმასა და მათი შვილებისთვის მრავალმხრივ სასარგებლოა. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იკრიბებით სუფრასთან, შეეცადეთ, რომ დღეში ერთხელ მაინც შეიკრიბოთ მთელი ოჯახით. ამის გაკეთება მაშინაც კი მნიშვნელოვანია, როცა მარტო უძღვებით ოჯახს. ეს ღირს ძალისხმევად!