არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სახალხო გართობა პირველ საუკუნეში

სახალხო გართობა პირველ საუკუნეში

სახალხო გართობა პირველ საუკუნეში

სამხრეთ იტალიაში ორი მეზობელი ქალაქის სპორტული გუნდების გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებისას მრავალი დაიღუპა და დასახიჩრდა; მათ შორის ბავშვებიც იყვნენ. ამ ტრაგედიის გამო მთავრობამ ამფითეატრი ათი წლით დახურა.

მსგავსი შეტაკებების შესახებ დღესაც ხშირად ბეჭდავენ გაზეთებში. ზემოხსენებული ინციდენტი დაახლოებით 2 000 წლის წინ იმპერატორ ნერონის მმართველობის დროს მოხდა. რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი აღწერს პომპეიში გლადიატორთა შეჯიბრების დროს პომპეელ და მეზობელ ნუკერიელ გულშემატკივართა შორის მომხდარ ამ შეტაკებას.

პირველ საუკუნეში გართობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. რომის იმპერიის დიდ ქალაქებში იყო თეატრები, ამფითეატრები და საასპარეზო არენები; ზოგ ქალაქში სამივე იყო. ერთი ნაშრომის თანახმად, „შეჯიბრებები დიდ საშიშროებას წარმოადგენდა და ხალხში მძაფრ შეგრძნებებს იწვევდა . . . [ისინი] არასდროს მთავრდებოდა სისხლის ღვრის გარეშე“ („Atlas of the Roman World“). მეომრებს მკვეთრი ფერის სამოსი ეცვათ და თითოეული გუნდი საზოგადოების რომელიმე პოლიტიკურ ან სოციალურ ჯგუფს წარმოადგენდა. გულშემატკივრები ველური შეძახილებით ხვდებოდნენ თავიანთ გუნდს. მეომრები იმდენად პოპულარულები გახდნენ, რომ ხალხი სახლებში მათ სურათებს ჰკიდებდა; ისინი დიდ თანხას იღებდნენ.

ქალაქებში იმართებოდა გლადიატორთა სისხლისმღვრელი ბრძოლები, ასევე ბრძოლები ადამიანებსა და მხეცებს შორის, რომელთა დროსაც ადამიანი ხშირად შეუიარაღებელი იყო. ისტორიკოსი უილ დიურანტი წერს: „მსჯავრდადებულ ბოროტმოქმედებს, რომელთაც ხშირად ცხოველების ტყავს აცმევდნენ, დამშეულ მხეცებს უყრიდნენ; ამგვარად, ისინი საშინელი სიკვდილით კვდებოდნენ“.

ისინი, ვისაც ასეთი უღვთო გართობები სიამოვნებდა, „გონებადაბნელებულნი“ და „ყველანაირად ზნედაცემულნი“ იყვნენ (ეფესოელები 4:17—19). მეორე საუკუნეში ტერტულიანე წერდა: „[ქრისტიანები] არასდროს იტყვიან, უყურებენ ან მოისმენენ იმას, რაც დაკავშირებულია ასპარეზობის უგუნურებასთან, თეატრის უხამსობასა [და] არენაზე წარმოდგენილ სისასტიკესთან“. დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანებიც ერიდებიან ძალადობით სავსე გართობას, იქნება ეს ლიტერატურით, ტელევიზიითა თუ კომპიუტერული თამაშებით, რადგან ახსოვთ, რომ იეჰოვას სძულს „ძალადობის მოყვარული“ (ფსალმუნი 11:5).

[სურათი 30 გვერდზე]

გამარჯვებული მეომარი, მოზაიკა.

[სურათი 30 გვერდზე]

კაცი ებრძვის ძუ ლომს, ფრესკა.

[სურათი 30 გვერდზე]

რომაული თეატრი I საუკუნეში.

[საავტორო უფლება]

Ciudad de Mérida

[სურათის საავტორო უფლებები 30 გვერდზე]

Top and bottom left: Museo Nacional de Arte Romano, Mérida