არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღამის მანათობელი „პატარა მატარებელი“

ღამის მანათობელი „პატარა მატარებელი“

ღამის მანათობელი „პატარა მატარებელი“

▪ ერთ წყნარ საღამოს ბრაზილიაში ტყის საფარიდან პაწაწინა „მატარებელი“ გამოდის. ის გზას ინათებს ორი წითელი „ფარით“, ხოლო 22 მოყვითალო-მომწვანო „ლამპარი“ მისი გვერდებიდან ანათებს. ეს ჩვეულებრივი მატარებელი არ გეგონოთ. ეს 70-მილიმეტრიანი მატლი ხეშეშფრთიანთა ერთ-ერთი ოჯახიდანაა (Phengodidae), რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გვხვდება. დედლები მთელი სიცოცხლე მატლებად რჩებიან და განათებულ ვაგონს მოგვაგონებენ, ამიტომ მათ ხშირად რკინიგზის მატლებს უწოდებენ. ბრაზილიის სოფლებში კი მას პატარა მატარებელი შეარქვეს.

დღისით ეს მოყავისფრო მატლი ძნელად შესამჩნევია. ღამით კი ის თავის არსებობას საოცარი ნათებით გვატყობინებს. ეს ცივი ნათება წარმოიქნება მაშინ, როცა ორგანული ნივთიერება ლუციფერინი ლუციფერაზას დახმარებით ჟანგდება. მატლი სხვადასხვა ფერად ანათებს: წითლად, ნარინჯისფრად, ყვითლად და მწვანედ.

წითელი „ფარები“ თითქმის ყოველთვის ანათებს, ხოლო გვერდითა მოყვითალო-მომწვანო „ლამპრები“ ყოველთვის არა. ვარაუდობენ, რომ „ფარები“ მატლს ეხმარება მისი საყვარელი მსხვერპლის, ორწყვილფეხიანების, მოძებნაში. გვერდითა „ლამპრები“ კი აფრთხობს მის მტრებს — ჭიანჭველებს, ბაყაყებსა და ობობებს. ასეთი ნათებით ის, ფაქტობრივად, თავის მტრებს ეუბნება: „უგემური ვარ, არ მომეკაროთ!“ ამიტომ, გვერდითა „ლამპრები“ მაშინ იწყებს ნათებას, როცა მატლი საფრთხეს გრძნობს. ისინი მაშინაც ანათებენ, როცა მატლი თავს ესხმის ორწყვილფეხიანებს ან, როცა დედალი მატლი თავის კვერცხებს გარშემო ეკვრის. ჩვეულებრივ, გვერდითა „ლამპრების“ სინათლე რამდენიმე წამში უფრო და უფრო ძლიერდება, შემდეგ კი ქრება. საჭიროების შემთხვევაში ეს პროცესი მეორდება.

ტყის საფარშიც კი შეიძლება გასაოცარი სილამაზის ნახვა. ეს ფსალმუნმომღერლის სიტყვებს შეგვახსენებს, რომლითაც ის შემოქმედს განადიდებს: „სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით“ (ფსალმუნი 104:24).

[სურათის საავტორო უფლება 26 გვერდზე]

Robert F. Sisson / National Geographic Image Collection