არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთი ზრუნავს ჩვენზე!

ღმერთი ზრუნავს ჩვენზე!

ღმერთი ზრუნავს ჩვენზე!

ჩვენდამი ღვთის ძლიერ სიყვარულსა და მზრუნველობაზე მეტყველებს ის, თუ როგორ გადაჭრა მან ედემის ბაღში წამოჭრილი საკამათო საკითხი. წაიკითხეთ თქვენს ბიბლიაში ქვემოთ მოყვანილი მუხლები და დაფიქრდით, რამდენად მზრუნველია ღმერთი.

❖ მან შექმნა ულამაზესი დედამიწა, ცხოველთა და მცენარეთა მდიდარი სამყარო (საქმეები 14:17; რომაელები 1:20).

❖ მან მოგვცა გასაოცარი სხეული — ჩვენ გვსიამოვნებს გემრიელი საკვები, მზის ჩასვლა, ბავშვის სიცილი და საყვარელი ადამიანის შეხება (ფსალმუნი 139:14).

❖ ის გვაძლევს ბრძნულ რჩევებს, რომ დღეს არსებულ პრობლემებს გავუმკლავდეთ (ფსალმუნები 19:7, 8; 119:105; ესაია 48:17, 18).

❖ ის გვაძლევს შესანიშნავ იმედს, რომ მარადიულად ვიცხოვრებთ სამოთხეში დედამიწაზე და ჩვენი საყვარელი ადამიანების მკვდრეთით აღდგომას ვიხილავთ (ლუკა 23:43; იოანე 5:28, 29).

❖ მან თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ჩვენთვის მომკვდარიყო და მარადიული სიცოცხლის იმედი გვქონოდა (იოანე 3:16).

❖ მან ზეცაში დააფუძნა სამეფო და არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ეს სამეფო მალე მთელ დედამიწაზე დაიწყებს მმართველობას (ესაია 9:6, 7; მათე 24:3, 4, 7; გამოცხადება 11:15; 12:10).

❖ ის მოგვიწოდებს, დავუახლოვდეთ ლოცვით და გადავუშალოთ გული; თუ ასე მოვიქცევით, ის მოგვისმენს (ფსალმუნი 62:8; 1 იოანე 5:14, 15).

❖ ის არაერთხელ გვარწმუნებს, რომ ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე (1 იოანე 4:9, 10, 19).