არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„აღნიშნავთ ბებიის დღეს?“

„აღნიშნავთ ბებიის დღეს?“

„აღნიშნავთ ბებიის დღეს?“

ზამთრის ცივი დილა იყო. ნატალია, 16 წლის პოლონელი გოგონა, მატარებელს ელოდებოდა. ამ დროს მას ორი ჟურნალისტი მიუახლოვდა, რომლებიც ადგილობრივი გაზეთისთვის მასალას ამზადებდნენ, და ჰკითხეს: „აღნიშნავთ ბებიის დღეს?“

პოლონეთში აღნიშნავენ ბებიის, პაპის, დედის, ქალისა და მასწავლებლის დღეებს. ამ დროს ბავშვები პაპებსა და ბებიებს მისალოც ბარათებს ჩუქნიან, უფროსები კი — ყვავილებს ან სხვა საჩუქრებს.

თავდაპირველად, ნატალია დააბნია ჟურნალისტების მიერ დასმულმა კითხვამ. მაგრამ მას შემდეგ, რაც გულში ილოცა, უპასუხა: „მე იეჰოვას მოწმე ვარ და ამიტომ არ აღვნიშნავ ბებიის დღეს“. ჟურნალისტები გააოცა მისმა სიტყვებმა. ნატალიამ გაიღიმა და დასძინა: „მე ბებიასთან ვცხოვრობ; ასე რომ, ყოველდღე შემიძლია მას ყვავილები მივართვა, ვესაუბრო და მადლიერება გამოვხატო მის მიერ გაკეთებული სიკეთისთვის. რატომ უნდა ვაკეთებდე ამას მხოლოდ წელიწადში ერთხელ?“

ამ გააზრებულმა პასუხმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჟურნალისტებზე. გოგონას სიტყვებს, ალბათ, არც თქვენ დაუტოვებიხართ გულგრილი. მეორე დღეს დილის გაზეთში ნატალიას სიტყვები და ფოტოსურათი იყო დაბეჭდილი.

თქვენც ხართ მზად, პასუხი გასცეთ ყველას, ვინც თქვენი რწმენისა და საქციელის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ, განსაკუთრებით მათ, ვინც მოულოდნელად დაგისვამთ კითხვას? ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ყოველთვის მზად არიან, ესაუბრონ სხვებს თავიანთი რწმენის შესახებ და ამგვარად მიაგონ ღმერთს პატივი (1 პეტრე 3:15).