არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

რატომ ქრება სიყვარული? (მარტი, 2006). დღეს ქვეყნიერება ამახინჯებს ნამდვილი სიყვარულის მნიშვნელობას; სატანის სურვილია, ძირი გამოუთხაროს ამ გრძნობას. ამ სტატიებში მოცემული ინფორმაცია გვეხმარება, უანგაროდ გამოვავლინოთ სიყვარული და ეს საქმით დავამტკიცოთ. უკეთ დავინახე, ეს ძლიერი გრძნობა იეჰოვასთვის მოსაწონად როგორ გამოვავლინო. დიდი მადლობა.

ი. ბ. (შეერთებული შტატები).

მარტოდ ვიგრძენი თავი, როცა ჩემი მეგობრები უცხოენოვან კრებაში გადავიდნენ. მაგრამ სწორედ მაშინ მივიღე ეს ჟურნალი, როცა სიმარტოვის გრძნობა მომეძალა. მადლობა ამ შეხსენებისთვის: „თუ გსურთ, სხვებს უყვარდეთ, თავად გამოავლინეთ სიყვარული“. მიზნად დავისახე, „გავფართოვდე“ და გულითადი სიყვარულის გამოვლენით ახალი მეგობრები შევიძინო (2 კორინთელები 6:12, 13).

მ. ტ. (იაპონია).

ხანდაზმულობა — პრობლემების პირისპირ (თებერვალი, 2006). ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ხანდაზმულებს არავინ აქცევს ყურადღებას. უკვე თერთმეტი წელია, რაც ინვალიდ მეუღლეს ვუვლი. დროდადრო მარტოობის გრძნობა მეუფლება. არაერთხელ გადავიკითხე „გამოიღვიძეთ“-ში მოცემული ეს სტატიები და აუდიოკასეტითაც მრავალჯერ მოვისმინე. ეს ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. დიდი მადლობა.

ს. ტ. (იაპონია).

ხელოვნური კიდურები (თებერვალი, 2006). დიდი მადლობა ამ სტატიისთვის. როცა ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი, მითხრეს, რომ ჩვენი შვილი კიდურების გარეშე დაიბადებოდა; მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შევძლებდით მისთვის ხელოვნური კიდურების მორგებას. ეს სტატია სწორედ იმ თვეში გამოიცა, როცა დარილი ერთი წლის გახდა. ახლა ის ხელოვნური კიდურებით დგომასა და სიარულს სწავლობს. მე და ჩემი მეუღლე მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა დარილი „ირემივით იხტუნებს“ (ესაია 35:6).

უ. ა. (საფრანგეთი).

სიცოცხლე მართლაც ღირს (22 ოქტომბერი, 2001 [რუს.]). გამუდმებით ვკითხულობ 2001 წლის 22 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ს. მას განსაკუთრებით მაშინ ვშლი, როცა გულგატეხილობის გრძნობა მეუფლება. მასში მოცემული ინფორმაცია გულზე მალამოდ მედება; ის არასდროს მოძველდება. სტატიებში შემოთავაზებული რჩევები და პრობლემის გადაჭრის საშუალებები ნამდვილად დამხმარეა. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ძალიან მამხნევებს; ვხედავ, რომ თქვენ ზრუნავთ ჩემნაირ ადამიანებზე. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ შეხსენებისთვის, რომ სიცოცხლე მართლაც ღირს!

პ. ტ. (მადაგასკარი).

პილიგრიმები და პურიტანები — ვინ იყვნენ ისინი? (თებერვალი, 2006). თავზარი დამეცა, როცა აღმოვაჩინე, რომ სტატიაში დამახინჯებული იყო ფაქტები. არსებობს საფუძვლიანი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ აღნიშნავენ ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები „მადლიერების დღეს“, თქვენ კი ამას გვერდი აუარეთ.

სახელი უცნობია (შეერთებული შტატები).

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ამ სტატიის მიზანი არ ყოფილა „მადლიერების დღის“ ისტორიის დაწვრილებით განხილვა. რამდენიმე ნაშრომის, მათ შორის ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ თანახმად, 1621 წლის შემოდგომაზე პილიგრიმებმა თავიანთ ინდიელ მეგობრებთან ერთად ეს დღესასწაული სამი დღე იზეიმეს. ეს აღწერილია ედუარდ უინსლოუს წერილში, რომელიც 1621 წლის 11 დეკემბრით არის დათარიღებული. მაგრამ შემდგომ წლებში „მადლიერების დღე“, მოსავლის აღების დღის გარდა, ყველა სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენის დროს აღინიშნებოდა. ასობით ამერიკელი ინდიელის გაჟლეტის შემდეგ „მადლიერების დღე“ ყველაზე სამარცხვინო დღედ შერაცხა მასაჩუსეტს-ბეის კოლონიის მმართველმა ჯონ უინტროპმა 1637 წელს. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, თუ რატომ გამოხატავს ზოგი მკითხველი აღშფოთებას „მადლიერების დღესთან“ დაკავშირებით.