არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძალიან ძვირფასი საჩუქარი

ძალიან ძვირფასი საჩუქარი

ძალიან ძვირფასი საჩუქარი

თუ საჩუქარი სწორად არის შერჩეული და მოსაწონია, ის სიხარულს ანიჭებს როგორც მის გამცემს, ისე მას, ვინც ამ საჩუქარს იღებს. არც ისე დიდი ხნის წინ ერთმა ქალბატონმა, რომელსაც მაღალი თანამდებობა უკავია, იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალს სამადლობელი წერილი მისწერა. ის მადლობას უხდიდა მოწმეებს წიგნისთვის „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. აი რას წერს ის:

„ამ წიგნის შინაარსის გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ის ფასდაუდებელია. მიუხედავად იმისა, რომ მასში მოცემული ინფორმაცია უძველეს წიგნზეა დაფუძნებული, ის სულაც არ არის მოძველებული და დღესაც პრაქტიკულია.

ჩემი ღრმა რწმენით მშობლებმა უნდა ჩავუნერგოთ შვილებს ისეთი ფასეულობები, რომლებიც დაეხმარება მათ, იყვნენ წინდახედულნი და უნარიანნი, მოიქცნენ პატიოსნად და წესიერად. ასეთი ფასეულობები დღევანდელ მსოფლიოში გაუფასურებულია. რაც ყველაზე მთავარია, უნდა დავეხმაროთ მათ, იწამონ კეთილი და მოსიყვარულე ღვთის არსებობა. მერწმუნეთ, რომ ამ წიგნს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია; პირადად მე ეს ინფორმაცია სამსახურშიც გამომადგება და ოჯახშიც, რათა, როგორც მშობელმა შევასრულო შემოქმედისგან დაკისრებული მოვალეობა და შვილებს მოყვასის სიყვარული ჩავუნერგო“.

ეს ქალბატონი აღიარებს, რომ იესო ქრისტეს ცხოვრება და მისი სწავლებები, რომელთა შესახებაც ამ წიგნშია საუბარი, მართლაც დასაფასებელია. თქვენც შეგიძლიათ საჩუქრად მიიღოთ ეს 256-გვერდიანი, შესანიშნავად ილუსტრირებული წიგნი, რომელიც ამ ჟურნალის ფორმატის ზომისაა. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ის, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.