მათი ოჯახი დანგრევას გადაურჩა
მათი ოჯახი დანგრევას გადაურჩა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთმა დამქირავებელმა შენიშნა, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ბელა ერქვა, მეუღლესთან პრობლემები ჰქონდა. მან სთხოვა მეორე თანამშრომელს, ტანდის, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, დალაპარაკებოდა ბელას. ტანდიმ გაიგო, რომ ბელას განქორწინება ჰქონდა გადაწყვეტილი.
ტანდიმ ბელას წიგნ „ოჯახური ბედნიერების საიდუმლოს“ ორი ეგზემპლარი მისცა და უთხრა, რომ ერთი ქმრისთვის გადაეცა. ბელა ასეც მოიქცა. ერთი კვირის შემდეგ ტანდიმ გაიგო, რომ ბელას ქმარი კითხულობდა წიგნს და მათი ოჯახური ცხოვრება გაუმჯობესდა. სამი თვის შემდეგ ბელამ უთხრა ტანდის, რომ ლოცვისა და წიგნ „ოჯახური ბედნიერების საიდუმლოს“ მეშვეობით ღმერთმა მათი ოჯახი დანგრევას გადაარჩინა. მაგრამ ეს შემთხვევა ამით არ დასრულებულა.
ბელას დამსაქმებელმა შეიტყო, რაც მოხდა და ყველა თანამშრომელს ურჩია, წაეკითხათ ეს წიგნი. კომპანიაში ასზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო ამ 192-გვერდიანი წიგნის პირადი ეგზემპლარი. წიგნი შეიცავს მრავალ სასარგებლო რჩევას. ზოგი მათგანი განხილულია შემდეგ თავებში: „თუ ოჯახი დანგრევის პირასაა“, „დაიცავით ოჯახი“ და „არ დაარღვიოთ მშვიდობა ოჯახში!“
თუ გსურთ ამ წიგნის მიღება, შეავსეთ თანდართული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ, თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.