არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტირიფთა ნაირფეროვნება

ტირიფთა ნაირფეროვნება

ტირიფთა ნაირფეროვნება

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ჩეხეთიდან

რთი მათგანი მოხდენილი და მაღალია; ის ამაყად დგას. მეორეს კი თავი დაუხრია. განსხვავებული გარეგნობის მიუხედავად, ისინი ერთი ოჯახიდან არიან. გეცნოთ ისინი? საუბარია ვერხვსა და მტირალა ტირიფზე. ორივე ტირიფისებრთა ოჯახს მიეკუთვნება.

ტირიფისებრთა ოჯახის წარმომადგენლების ნახვა მდინარეებთან და ნაკადულებთან შეიძლება. ჩეხეთში ისინი ჭაობიან ადგილებში ხარობს და სწრაფად იზრდება პატარა ყლორტებიდან. ზოგი მათგანის სიმაღლე 30 მეტრს აჭარბებს. ზოგს გრძელ, სუსტ ტოტებზე წვრილი, ნატიფი ფოთლები აქვს, სხვებს — დიდი და ფართო ფოთლები.

ტირიფის და ვერხვის 350-ზე მეტი სახეობა არსებობს, მაგრამ ერთი ტირიფი, რომელსაც მტირალა ეწოდება, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. სხვა სახეობის ტირიფს, რომელსაც მდგნალი ჰქვია, ფოთლების გამოჩენამდე ბუსუსა ყვავილები გამოაქვს. როგორც ამბობენ, მისი ყვავილები გაზაფხულის მოსვლას მოასწავებს.

დიდი ოჯახი

ვერხვები გავრცელებულია ბოჰემიაში, სადაც ჩეხეთის დედაქალაქი, პრაღა მდებარეობს. სულ ცოტა 35 სახეობის ვერხვი არსებობს; ისინიც ტირიფისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ოფი შესაძლოა ვერხვის ყველაზე გავრცელებული სახეობაა; ბოჰემიაში ის მდინარეებთან და დაბურულ ტყეებში იზრდება. იტალიური ოფი წვრილტანიანია, მისი ტოტები აზნექილია და ხის ტანთან ძალიან ახლოსაა. ეს მშვენიერი ხე 35 მეტრს აღწევს, რაც 11-სართულიანი შენობის სიმაღლეა. გზის პირას დარგული ოფი ამშვენებს სოფლებს, განსაკუთრებით კი შემოდგომით, როცა მისი ფოთლები კაშკაშა ყვითელ ფერს იღებს.

ვერხვის ზოგი სახეობა [P. tremula, P. tremuloides და P. grandidentata] ძალიან მაღალი არ იზრდება და კენწეროში წვრილდება. სხვა ვერხვებისგან განსხვავებით, სიოს დაბერვაზე მათი ფოთლები თრთის.

მოხსენიებულია ეს ხეები ბიბლიაში?

იცით, რომ ვერხვი ახლო აღმოსავლეთშიც იზრდება? მაგალითად, ბიბლიაში წერია, რომ ბაბილონში გადასახლებული ისრაელები ალვის ხეებზე (ვერხვის სახეობა) ჰკიდებდნენ თავიანთ ქნარებს (ფსალმუნი 137:2). რატომ? ისრაელები ქნარზე უკრავდნენ და ღვთის განსადიდებელ სიმღერებს მღეროდნენ, მაგრამ ტყვეობაში მყოფ ისრაელებს მწუხარების გამო ქნარზე დაკვრის სურვილი არ ჰქონდათ (ესაია 24:8, 9). ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ მოსავლის აღების დღესასწაულზე ისრაელებს კარვების დასამზადებლად ალვის ხის ტოტები უნდა გამოეყენებინათ (ლევიანები 23:40). წიგნი „იობი“ მოგვითხრობს მდინარის ბინადარზე, უშიშარ ბეჰემოთზე, რომელსაც „ხევში ამოსული ალვის ხეები არტყია გარს“ (იობი 40:22).

დღეს ვერხვისა და ტირიფისგან ამზადებენ ფანერებს, ყუთებს, მუყაოს და ქაღალდის სხვა ნაწარმს. ტირიფის მოქნილი წნელებისგან ხელოსნები კალათებსა და ავეჯს აკეთებენ. ის მართლაც რომ მრავალგვარია!

[სურათი 10 გვერდზე]

მტირალა ტირიფი

[სურათი 10 გვერდზე]

ვერხვის ფოთლები

[სურათი 10 გვერდზე]

იტალიური ოფი

[სურათი 10 გვერდზე]

მდგნალი

[სურათი 10 გვერდზე]

ოფი