არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

„ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“. ეს სიტყვები, რომლებიც ლუკას 22:19-შია ჩაწერილი, ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემ მაშინ წარმოთქვა, როცა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააფუძნა. იესოს სიკვდილმა კაცობრიობას სამოთხეში მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა მისცა. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ იესომ ჩვენთვის თავისი სიცოცხლე გაიღო.

დაესწრებით წელს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს?

იეჰოვას მოწმეები გულითადად გიწვევენ, რომ მათთან ერთად აღნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. წელს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღინიშნება ორშაბათს, 2 აპრილს მზის ჩასვლის შემდეგ. ბიბლიური მთვარისმიერი კალენდრის მიხედვით ეს თარიღი შეესაბამება 14 ნისანს. თქვენთან ახლოს მცხოვრები იეჰოვას მოწმეები შეგატყობინებენ, თუ სად და როდის ჩატარდება გახსენების საღამო.