არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„შესანიშნავი სახელმძღვანელო!“

„შესანიშნავი სახელმძღვანელო!“

„შესანიშნავი სახელმძღვანელო!“

აი, რა დაწერა ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული 224 გვერდიანი წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ (ამ წიგნს დღეს ბიბლიის შესასწავლად იყენებენ) შესახებ პანამაში სრული დროით მსახურმა ერთმა იეჰოვას მოწმემ: „ის საოცრად ლაკონური, ლოგიკური და დამაჯერებელია. ამ სახელმძღვანელოში ახლებურად წარმოდგენილი მასალა და დანართები მკითხველს აღძრავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს იმის კვლევა, რასაც ბიბლია სინამდვილეში გვასწავლის“.

ერთი მაუწყებელი მისურის შტატიდან (აშშ.) წერს: „მომწონს ეს წიგნი, რადგან უბრალო ენით არის დაწერილი. არასდროს შევხვედრივარ ასეთი ლოგიკური თანამიმდევრობით განვითარებულ მსჯელობას“. როგორც კი ამ მაუწყებელმა მიიღო ეს წიგნი, ერთ ქალს მიუტანა, რომელიც ადრე სწავლობდა ბიბლიას, მაგრამ გული ჰქონდა აცრუებული.

„მან ჯერ კიდევ პირველი თავის დამთავრებამდე დამირეკა და მითხრა, რომ სიამოვნებით კითხულობდა ამ წიგნს“ — ყვება ეს მაუწყებელი. ამ ქალბატონს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს, სწორედ მისთვის იყო დაწერილი ეს წიგნი. მას ბიბლიის შესწავლის განახლების სურვილი გაუჩნდა. მისმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ პირველი ათი თავის გავლის შემდეგ ნასწავლმა შემსწავლელს ფრთები შეასხა, და ამის ყურებას არაფერი სჯობდა!

წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ჯერ ორი წელიც არ არის, რაც ხელმისაწვდომია და დღეს უკვე 150-ზე მეტ ენაზე 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარია დაბეჭდილი. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ აქ ნაჩვენები წიგნი.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.