არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმდიდრე და კეთილდღეობა ვისი ხვედრია?

სიმდიდრე და კეთილდღეობა ვისი ხვედრია?

სიმდიდრე და კეთილდღეობა ვისი ხვედრია?

ჩვენ მდიდარ მსოფლიოში ვცხოვრობთ. გიჭირთ ამის დაჯერება? ფაქტია, რომ ზოგ ქვეყანას იმდენი ფული აქვს, არ იციან, რაში დახარჯონ. გამოთვლების თანახმად, 2005 წელს მსოფლიო შემოსავალი, ანუ ერთი წლის მანძილზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება, სავარაუდოდ, 60 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ეს თანხა დედამიწის მოსახლეობაზე რომ გაყოფილიყო, თითოეულ ადამიანს 9 000 დოლარი ერგებოდა. რაც დრო გადის, ეს თანხა უფრო და უფრო იზრდება.

მაგრამ მსოფლიოს კეთილდღეობა და სიმდიდრე მოჩვენებითია. გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, მსოფლიოს სამი უმდიდრესი ადამიანის ქონება აღემატება 48 უღარიბესი ქვეყნის ერთად აღებულ ეროვნულ შემოსავალს. „გაეროს განვითარების პროგრამის“ თანახმად, მსოფლიოში 2,5 მილიარდ ადამიანს დღეში ორ დოლარზე ნაკლები თანხით გააქვს თავი. აქედან ასობით მილიონი ადამიანი საკვებისა და სუფთა წყლის უკმარისობას განიცდის.

შეერთებულ შტატებში სოციოლოგები აკვირდებიან საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც პირობითად „სიღარიბის ზღვარზე მყოფთ“ უწოდებენ. იმის ალბათობა, რომ ეს ადამიანები გაღარიბდებიან, ძალიან დიდია. ქვეყანაში არსებული დიდი სიმდიდრის მიუხედავად, ასეთ მდგომარეობაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება.

მაგრამ რატომ ხდება, რომ ერთ შემთხვევაში ხაზინებში და ბანკის ანგარიშებზე უამრავი ფული ირიცხება, მეორე შემთხვევაში კი ასობით მილიონ ადამიანს სიღარიბეში უწევს ცხოვრება? რატომ ვერ სარგებლობენ ღარიბები მსოფლიოს სიმდიდრით?

[ჩანართი 3 გვერდზე]

მსოფლიოს სამი უმდიდრესი ადამიანი უფრო მდიდარია, ვიდრე 48 უღარიბესი ქვეყანა ერთად აღებული.

[სურათი 2, 3 გვერდებზე]

ბავშვები, რომლებიც აგურის ქარხანაში მუშაობენ და დღეში დაახლოებით 50 ცენტს იღებენ.

[საავტორო უფლება]

© Fernando Moleres/ Panos Pictures

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

© Giacomo Pirozzi/Panos Pictures