შესაფერისია ეს ადამიანი ჩემთვის?
ახალგაზრდების შეკითხვები
შესაფერისია ეს ადამიანი ჩემთვის?
გამოყავი დრო შემდეგ კითხვებზე დასაფიქრებლად:
რა მნიშვნელოვანი თვისებები გინდა, რომ შენს მომავალ მეუღლეს ჰქონდეს? ქვემოთ მოყვანილ სიაში აღნიშნე (✔) შენთვის მნიშვნელოვანი ოთხი მხარე.
․․․․․․․․ კარგი გარეგნობა ․․․․․․․․ სულიერი პიროვნება ․․․․․․․․ მეგობრული ․․․․․․․․ სანდო
․․․․․․․․ პოპულარული ․․․․․․․․ პატიოსანი
․․․․․․․․ მხიარული ․․․․․․․․ მიზანდასახული
ყოფილხარ ადრე შეყვარებული? ზემოთ მოყვანილ სიაში აღნიშნე (✘), რა უფრო გიზიდავდა მასში.
ზემოხსენებულიდან ყველაფერი სასურველი და თავისებურად მიმზიდველია. თუმცა დაგვეთანხმები, რომ შეყვარებული როცა ხარ, ისეთ ზედაპირულ მხარეებს აქცევ ყურადღებას, რომლებიც მარცხენა სვეტშია მოცემული.
მაგრამ, როცა მოწიფული ხდები, უფრო მეტად უკვირდები ისეთ საკითხებს, რომლებიც მარჯვენა სვეტში წერია. მაგალითად, შენ ხვდები, რომ უბანში ყველაზე ლამაზი გოგონა შეიძლება პატიოსანი არ არის ან კლასში ყველაზე პოპულარული ბიჭი არც თუ ისე სანდოა. თუ შენი „ახალგაზრდული ვნებები დაცხრა“ ანუ გავიდა ის დრო, როცა სქესობრივი ლტოლვა ძალიან ძლიერია, ზედაპირულ მხარეებზე მეტს აქცევ ყურადღებას, რათა გაიგო, არის თუ არა ეს ადამიანი შენთვის შესაფერისი (1 კორინთელები 7:36).
აქვს მნიშვნელობა, ვის აირჩევ?
დროთა განმავლობაში შეიძლება საპირისპირო სქესის არაერთმა წარმომადგენელმა მიიპყროს შენი ყურადღება. მაგრამ ნებისმიერი ვერ გახდება შენი მეუღლე. ბოლოს და ბოლოს, შენ ხომ ცხოვრების თანამგზავრს ეძებ და გსურს, ერთმანეთს დაეხმაროთ, უკეთესი ადამიანები გახდეთ (მათე 19:4—6). ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი? სანამ ამ კითხვაზე პასუხს გასცემ, საჭიროა შენს თავს დაუკვირდე და გულწრფელად შეაფასო საკუთარი თავი (იაკობი 1:23—25).
საკუთარი თავის გამოსაკვლევად უპასუხე შემდეგ კითხვებს:
რომელია ჩემი ძლიერი მხარეები?
․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․
․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․
რომელია ჩემი სუსტი მხარეები?
․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․
․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․
რა ემოციური და სულიერი მოთხოვნილებები მაქვს?
․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․
․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․
საკუთარი თავის გამოკვლევა ადვილი არ არის, მაგრამ მსგავსი კითხვები დაგეხმარება *. რაც უფრო მეტად გაიცნობ საკუთარ თავს, მით მეტად გაგიადვილდება ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც კი არ დაგასუსტებს, არამედ შენს ძლიერ მხარეებს უფრო გააძლიერებს. მაგრამ, რის გაკეთება შეგიძლია, თუ ფიქრობ, რომ უკვე იპოვე შესაფერისი ადამიანი?
გამოიღებს სასურველ შედეგს ეს ურთიერთობა?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ობიექტურად შეხედე შენს შეყვარებულს. მაგრამ ფრთხილად იყავი! შენ შეიძლება მხოლოდ ის დაინახო, რის დანახვაც გსურს. ამიტომ ნუ იჩქარებ. შეეცადე გაიგო, სინამდვილეში ვინ არის შენი შეყვარებული.
ბევრი მხოლოდ ზედაპირული დაკვირვებით კმაყოფილდება. ისინი ყურადღებას აქცევენ მხოლოდ იმას, რაც საერთო აქვთ და ამბობენ: „ჩვენ ერთი და იგივე მუსიკა მოგვწონს“; „ჩვენ გვსიამოვნებს ერთი და იმავე საქმის კეთება“; „ჩვენ ყველაფერში ერთი აზრი გვაქვს!“ მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ მართლა ‘დაგიცხრა ახალგაზრდული ვნებები’, არ დაკმაყოფილდები მხოლოდ ზედაპირული დაკვირვებით. შენ „შინაგანი ადამიანი“ უნდა დაინახო (1 პეტრე 3:4; ეფესოელები 3:16).
ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება მიაქციო იმას, რამდენ რამეში ეთანხმებით ერთმანეთს, შეიძლება უკეთესი იყოს იმის დანახვა, რა ხდება მაშინ, როცა გალატელები 5:19, 20; კოლოსელები 3:8). თუ ის გონიერებას ავლენს და მზად არის, მშვიდობის შესანარჩუნებლად დათმობაზე წავიდეს მაშინ, როცა ამით არაფერი შავდება? (იაკობი 3:17).
რაიმე საკითხში ვერ თანხმდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ იქცევა ეს ადამიანი უთანხმოებების დროს — იჟინებს თავისას, „რისხდება“ ან „ილანძღება“? (ასევე დაფიქრდი: უყვარს მას სხვების მანიპულირება და გაკონტროლება? ეჭვიანია? ითხოვს, რომ ყველაფერში ანგარიში ჩააბარო? ახალგაზრდა ნიკოლი ამბობს: „მესაკუთრეობა და ეჭვიანობა გამაფრთხილებელი ნიშნებია. გამიგია, შეყვარებულები ჩხუბობენ იმაზე, რომ ერთი მეორეს არ ურეკავს და ყველაფერზე ანგარიშს არ აბარებს. ჩემი აზრით, ეს უკვე ცუდი ნიშანია“.
სხვებს რა თვალსაზრისი აქვთ შენს შეყვარებულზე? შენ შეიძლება ესაუბრო მათ, ვინც მას კარგად იცნობს, მაგალითად მოწიფულ ქრისტიანებს მისი კრებიდან. მათგან გაიგებ, „დადებითად ახასიათებენ“ თუ არა მას (საქმეები 16:1, 2) *.
უნდა გაწყვიტო ურთიერთობა?
როგორ უნდა მოიქცე, თუ მიხვდები, რომ შენი შეყვარებული არ შეგეფერება? ამ შემთხვევაში გონივრული იქნება, თუ ურთიერთობას გაწყვეტ. ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3) *.
დროთა განმავლობაში შესაძლოა სხვა ადამიანთან დაიწყო ურთიერთობა. უეჭველია, მიღებული გამოცდილება დაგეხმარება, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი შეინარჩუნო. შესაძლოა, მაშინ დადებით პასუხს გასცემ კითხვაზე: „არის ეს ადამიანი ჩემთვის შესაფერისი?“
სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ შეგიძლია ნახო შემდეგ ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype
დაფიქრდი:
▪ რომელი დადებითი თვისებები დაგეხმარება, რომ კარგი მეუღლე იყო?
▪ შენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს შენს მომავალ მეუღლეს?
▪ როგორ შეგიძლია მეტი გაიგო შენი შეყვარებულის ხასიათის, ქცევისა და რეპუტაციის შესახებ?
[სქოლიოები]
^ აბზ. 23 დამატებითი კითხვებისთვის იხილე 2007 წლის იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 30.
^ აბზ. 29 იხილე აგრეთვე მე-19 და მე-20 გვერდებზე მოცემული ჩარჩო.
^ აბზ. 31 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2001 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 19—21.
[ჩარჩო 19 გვერდზე]
იქნება ის კარგი ქმარი?
ძირითადი
❑ როგორ იყენებს ძალაუფლებას? (მათე 20:25, 26).
❑ რა მიზნები აქვს? (1 ტიმოთე 4:15).
❑ ისწრაფვის თავისი მიზნების განხორციელებისკენ? (1 კორინთელები 9:26, 27).
❑ ვისთან მეგობრობს? (იგავები 13:20).
❑ რა დამოკიდებულება აქვს ფულის მიმართ? (ებრაელები 13:5, 6).
❑ რით ერთობა? (ფსალმუნი 97:10).
❑ რაზე მეტყველებს მისი ჩაცმულობა? (2 კორინთელები 6:3).
❑ როგორ აჩვენებს, რომ იეჰოვა უყვარს? (1 იოანე 5:3).
დამატებითი
❑ შრომისმოყვარეა? (იგავები 6:9—11).
❑ სწორად იყენებს ფულს? (ლუკა 14:28).
❑ აქვს კარგი რეპუტაცია? (საქმეები 16:1, 2).
❑ პატივს სცემს მშობლებს? (გამოსვლა 20:12).
❑ მზრუნველია? (ფილიპელები 2:4).
გამაფრთხილებელი ნიშნები
❑ ადვილად რისხდება? (იგავები 22:24).
❑ ცდილობს სექსუალური უზნეობისკენ გიბიძგოს? (გალატელები 5:19).
❑ აყენებს სხვებს ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას? (ეფესოელები 4:31).
❑ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, რომ კარგი დრო გაატაროს? (იგავები 20:1).
❑ არის ეჭვიანი ან ეგოისტი? (1 კორინთელები 13:4, 5).
[ჩარჩო 20 გვერდზე]
იქნება ის კარგი ცოლი?
ძირითადი
❑ როგორ ავლენს ის მორჩილებას ოჯახსა და კრებაში? (ეფესოელები 5:21, 22).
❑ რაზე მეტყველებს მისი ჩაცმულობა? (1 პეტრე 3:3, 4).
❑ ვისთან მეგობრობს? (იგავები 13:20).
❑ რა დამოკიდებულება აქვს ფულის მიმართ? (1 იოანე 2:15—17).
❑ რა მიზნები აქვს? (1 ტიმოთე 4:15).
❑ ისწრაფვის თავისი მიზნების განხორციელებისკენ? (1 კორინთელები 9:26, 27).
❑ რით ერთობა? (ფსალმუნი 97:10).
❑ როგორ აჩვენებს, რომ იეჰოვა უყვარს? (1 იოანე 5:3).
დამატებითი
❑ შრომისმოყვარეა? (იგავები 31:17, 19, 21, 22, 27).
❑ სწორად იყენებს ფულს? (იგავები 31:16, 18).
❑ აქვს კარგი რეპუტაცია? (რუთი 4:11).
❑ პატივს სცემს მშობლებს? (გამოსვლა 20:12).
❑ მზრუნველია? (იგავები 31:20).
გამაფრთხილებელი ნიშნები
❑ ანჩხლია? (იგავები 21:19).
❑ ცდილობს სექსუალური უზნეობისკენ გიბიძგოს? (გალატელები 5:19).
❑ აყენებს სხვებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას? (ეფესოელები 4:31).
❑ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, რომ კარგი დრო გაატაროს? (იგავები 20:1).
❑ არის ეჭვიანი ან ეგოისტი? (1 კორინთელები 13:4, 5).