„მიჰყევით ქრისტეს!“
„მიჰყევით ქრისტეს!“
იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესი
ეს სამდღიანი კონგრესები პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში მაისის თვეში ჩატარდება, მომდევნო თვეების განმავლობაში კი მსოფლიოს ასობით ქალაქში გაიმართება. ეს კონგრესები 2008 წელს დასრულდება. უმეტეს ქვეყნებში პროგრამა პარასკევს 9:20-ზე მუსიკით დაიწყება. კონგრესის თითოეულ დღეს ყურადღება იესოზე გამახვილდება.
პარასკევის თემა იქნება „დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს, იესოს“ (ებრაელები 12:2). კონგრესი გაიხსნება თემით: „რატომ უნდა მივყვეთ ქრისტეს?“ შემდეგ წარმოდგენილი იქნება სამი ნაწილისგან შემდგარი მოხსენებათა სერია სახელწოდებით „დავაფასოთ იესო, როგორც უფრო დიდი მოსე, დავითი, სოლომონი“. დილის პროგრამა დასრულდება წამყვანი მოხსენებით „იესოს განსაკუთრებული როლი იეჰოვას განზრახვაში“.
შუადღის პროგრამა გაიხსნება მოხსენებით „მესია ვიპოვეთ!“ შემდეგი მოხსენება იქნება «განძის პოვნა, რომელიც „მასში საგულდაგულოდ არის დამალული“». აგრეთვე მოვისმენთ ხუთი ნაწილისგან შემდგარ მოხსენებათა ერთსაათიან სერიას „განივითარეთ ქრისტეს აზროვნება“, რომელშიც შესული იქნება შემდეგი მოხსენებები: «იესო „თბილად შეხვდა მათ“», «იესო „მორჩილი იყო სიკვდილამდე“», «იესოს „ბოლომდე უყვარდა ისინი“». პარასკევის პროგრამა დასრულდება მოხსენებით «ისინი „მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს“».
შაბათის თემაა: „ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას . . . ისინი მე მომყვებიან“ (იოანე 10:27). ერთსაათიან მოხსენებათა სერიაში „მიჰყევით იესოს მაგალითს მსახურებაში“ მოვისმენთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგვეხმარება, უფრო დახელოვნებულად ვიმსახუროთ. შემდეგ წარმოდგენილი იქნება მოხსენებები: «მას ‘უყვარდა სიმართლე და სძულდა უკანონობა’ — შენ?» და «მიჰბაძეთ იესოს და „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს“». დილის პროგრამის დასასრულს კი წარმოთქმული იქნება მოხსენება მონათვლის მსურველთათვის, რის შემდეგაც ჩატარდება ნათლობა.
შაბათს შუადღის პროგრამას გახსნის მოხსენებათა სერია „არ აჰყვე . . .“, რომელიც დაყოფილი იქნება ექვს ნაწილად: „უმრავლესობას“, «შენს „გულსა და თვალს“», „არარაობას“, „ცრუ მასწავლებლებს“, „არაფრის მომტან ზღაპრებს“ და „სატანას“. შემდეგი მოხსენებები იქნება: «შენ გაქვს უპირატესობა, ‘იეჰოვას მიერ განისწავლო’» და „დაეხმარე მათ, რომ დაუბრუნდნენ სამწყსოს“. შაბათის პროგრამა დასრულდება კონგრესის მთავარი მოხსენებით „მოდი და გამომყევი“.
კვირის თემაა „მომყევი“ (იოანე 21:19). მოხსენების შემდეგ, რომლის სათაურია „ნურაფერს მოიმიზეზებ იმისათვის, რომ ქრისტეს ნაკვალევს არ მიჰყვე“, წარმოთქმული იქნება ექვსნაწილიანი მოხსენებათა სერია „სასარგებლო რჩევები მთაზე ქადაგებიდან“, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს იესოს შემდეგ სიტყვებზე: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“, „ჯერ შენს ძმას შეურიგდი“ და „გაეცით და მოგეცემათ“. დილის პროგრამას დაასრულებს საჯარო მოხსენება „ვინ არიან ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები?“ შუადღისას წარმოდგენილი იქნება კოსტიუმირებული დრამა, რომელიც დაფუძნებული იქნება ბიბლიის იმ მონაკვეთზე, სადაც მოთხრობილია ღვთის წინასწარმეტყველ ელისეს ხარბი მსახურის, გეხაზის შესახებ. კონგრესის დასკვნითი თემა იქნება „მიჰყევით ქრისტეს, ჩვენს ძლევამოსილ წინამძღოლს!“
გულითადად გიწვევთ, ახლავე დაგეგმოთ კონგრესზე დასწრება. იმის გასაგებად, თუ სად ჩატარდება კონგრესი თქვენს მხარეში, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს მათ სამეფო დარბაზში ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.