არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთმა გატაროთ „ჭეშმარიტ სიცოცხლემდე“ მიმყვან გზაზე!

ღმერთმა გატაროთ „ჭეშმარიტ სიცოცხლემდე“ მიმყვან გზაზე!

ღმერთმა გატაროთ „ჭეშმარიტ სიცოცხლემდე“ მიმყვან გზაზე!

ხელმძღვანელი პირველ რიგში ნდობას უნდა იმსახურებდეს. ყველა, ვინც ბიბლიის ავტორს — იეჰოვა ღმერთს — იცნობს, დარწმუნებულია, რომ ის ყველაზე საიმედო პიროვნებაა. მან „შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტე 1:2; 2 ტიმოთე 3:16). ღვთისმოშიში იესო ნავეს ძე, რომელიც ისრაელს აღთქმულ მიწაზე წაუძღვა, თავად დარწმუნდა, რამდენად სანდო იყო იეჰოვა. მან ასეთი სიტყვებით მიმართა ხალხს: „კარგად იცით თქვენი გულითა და სულით, რომ არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“ (იესო ნავეს ძე 23:14).

იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ ღვთის სიტყვაში მოცემული ბევრი სხვა წინასწარმეტყველებაც შესრულდა; ეს კი იმის მტკიცე საფუძველს გვაძლევს, გვჯეროდეს, რომ სხვა წინასწარმეტყველებებიც შესრულდება. მათგან მრავალი დედამიწასა და მორჩილ ადამიანებთან დაკავშირებულ ღვთის განზრახვას ეხება.

მიჰყვებით ღვთის ხელმძღვანელობას?

იეჰოვას — სიყვარულის განსახიერებას — სურს, ბედნიერები ვიყოთ ახლაც და მარადიულადაც (იოანე 17:3; 1 იოანე 4:8). დიახ, ღმერთს უნდა, რომ გავიხაროთ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ — მარადიული სიცოცხლით (1 ტიმოთე 6:12, 19). ამიტომ, იეჰოვას ექვს მილიონზე მეტი მოწმე ღვთის მითითების თანახმად, სიხარულით მონაწილეობს „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ მოყვასისთვის გაზიარებაში (მათე 24:14). დღესდღეობით ეს სასიხარულო ცნობა 235 ქვეყანაში თითქმის ყველა ხალხს ექადაგება!

ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას (დანიელი 7:13, 14; გამოცხადება 11:15). ეს სამეფო მოსპობს ყველა ბოროტს — მათ, ვინც არ ემორჩილება იეჰოვას სამართლიან ნორმებს (ფსალმუნი 37:10; 92:7). ამის შემდეგ მთელი დედამიწა „იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).

დაფიქრდით მშვიდობასა და ჰარმონიაზე, რაც მთელ დედამიწაზე გაბატონდება მაშინ, როდესაც ყველა „სულითა და ჭეშმარიტებით“ სცემს თაყვანს ღმერთს, მიჰყვება სიყვარულით მიცემულ მითითებებს და დაიცავს მის სრულყოფილ ნორმებს! (იოანე 4:24). ბოლოს და ბოლოს ხალხი გაიხარებს ღვთის დანაპირები „ჭეშმარიტი სიცოცხლით“!

მაგრამ წინასწარმეტყველების თანახმად, არც თუ ისე ბევრი გაჰყვება ღვთის ხელმძღვანელობას და იცხოვრებს მარადიულად (მათე 7:13, 14). გსურთ, იყოთ მათ შორის, ვინც მარადიულად იცხოვრებს? თუ ასეა, იეჰოვას მოწმეები მთელი გულით გთავაზობენ, გამოიკვლიოთ ბიბლია და მისცეთ ღმერთს იმის საშუალება, რომ თავისი რჩევებით გიხელმძღვანელოთ. ამგვარად „იგემებთ“, რომ იეჰოვა მართლაც კარგია (ფსალმუნი 34:8). როგორც ინსტინქტს მიჰყავს ფრინველი დანიშნულების ადგილას, ისე იეჰოვა მიუძღვის თავის ერთგულებს სამოთხისკენ მარადიულად საცხოვრებლად (ლუკა 23:43).

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

„ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5).

„თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).

„ღვთის კარავი ადამიანებთანაა . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:3, 4).

„მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22).