ღვთის პრინციპებით აღზრდას კარგი ნაყოფი გამოაქვს
ღვთის პრინციპებით აღზრდას კარგი ნაყოფი გამოაქვს
მშობლები, რომლებიც ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლიან, ხშირად კარგ ნაყოფს იმკიან. დორიანი (პერუ, სამხრეთი ამერიკა) ოთხი წლის იყო, როცა იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში, თეოკრატიული სამსახურის სკოლაში პირველად გამოვიდა დავალებით. სკოლაში რომ შევიდა, მან მასწავლებელსა და კლასელებს ბიბლიიდან აუხსნა, რატომ არ ზეიმობდა შობას.
დორიანი ხუთი წლის იყო, როცა სთხოვეს მთელი სკოლის, ხუთასი მოსწავლის წინაშე აეხსნა, რას ფიქრობდა ისეთ დღესასწაულზე, როგორიცაა „მამის დღე“. მან მოამზადა ათწუთიანი მოხსენება თემაზე, „მამის ვალდებულება“, რომელიც დაფუძნებული იყო ეფესოელების 6:4-ზე. დასკვნაში მან თქვა: «წელიწადში ერთხელ „მამის დღის“ აღნიშვნის ნაცვლად, ბავშვებმა ყოველდღე პატივი უნდა სცენ და დაუჯერონ თავიანთ მშობლებს».
იეჰოვას მოწმეები ყოველკვირა ატარებენ „თეოკრატიული სამსახურის სკოლას“, რომელიც 1943 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქადაგების უნარის გაუმჯობესებას ყველა ასაკის ადამიანისთვის. სწავლების ეს კურსი დაფუძნებულია ბიბლიაზე და მშობლებს შვილების აღზრდაში ეხმარება (იგავები 22:6).
2005 წლის ნოემბერში ექვსი წლის ზიმონი (შვეიცარია) პირველად გამოვიდა „თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“ ბიბლიის კითხვის დავალებით. ერთი წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეების კონგრესზე მისგან ინტერვიუ აიღეს. როგორ ეკიდება ზიმონი სულიერ საკითხებს?
ზიმონს უყვარს ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება; დაღლილიც რომ იყოს, მაინც არ აცდენს. გარდა ამისა, ის ოჯახის წევრებთან ერთად ქადაგებს. ზიმონი სხვადასხვა ასაკის ადამიანს ყოველთვე აძლევს 30—50 ცალამდე ჟურნალს — „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს. ის ხშირად ელაპარაკება მამამისს ბიბლიის შესახებ და ეპატიჟება კრების შეხვედრებზე.
მშობლები მართლაც დიდ სიხარულს განიცდიან, როდესაც შვილებს ‘იეჰოვას მოსაწონად ზრდიან და არიგებენ’ და შედეგად ბავშვებს სიმართლის ნაყოფი გამოაქვთ (ეფესოელები 6:4; იაკობი 3:17, 18).
[სურათი 28 გვერდზე]
დორიანი სკოლაში
[სურათი 28 გვერდზე]
ზიმონი სამეფო დარბაზში