არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

2006 წელი „ალბათ, ყველაზე ცხელ ზაფხულთა სიაში მეექვსე ადგილზე იქნება“. ბოლო ათი უცხელესი ზაფხული უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში აღინიშნა (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია).

მოსახლეობის ცოფისგან დაცვის მიზნით პეკინის ხალხთა უსაფრთხოების დაცვის კომიტეტმა გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც, ერთ ოჯახს ერთ ძაღლზე მეტის ყოლის უფლება არ ჰქონდა. 2004 წელს ჩინეთში ცოფისგან დაახლოებით 2 660 ადამიანი დაიღუპა („სინხუა ონლაინი“, ჩინეთი).

სტუმრები, რომლებიც სასტუმროს კარის სახელურს, ლამპას, ტელეფონსა და ტელევიზორის პულტს ეხებიან, „ორიდან ერთ შემთხვევაში შეიძლება დაინფიცირდნენ გრიპის ვირუსით“ („მაკლინზი“, კანადა).

მწერების დათვლა ამაზონში

ენტომოლოგებმა — მწერების შემსწავლელმა ზოოლოგებმა — ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მწერთა დაახლოებით 60 000 სახეობა აღმოაჩინეს. „ფოლია ონლაინის“ თანახმად, ჯერ კიდევ ამოუცნობ მწერთა რიცხვი დაახლოებით 180 000 -ია. დღეს ამ რეგიონში დაახლოებით 20 ენტომოლოგი მუშაობს. არც ისე დიდი ხნის წინ შედგენილმა სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ყოველწლიურად საშუალოდ 2,7 სახეობის აღმოჩენა და აღწერა ხდება. ამ მონაცემების თანახმად, ენტომოლოგთა 90 თაობიდან თითოეულმა 35 წლის განმავლობაში (მთლიანობაში დაახლოებით 3 300 წელი) უნდა იმუშაოს, რათა კვლევა ბოლომდე მიიყვანოს!

ელექტროენერგიის დეფიციტი

„დაახლოებით 1,6 მილიარდი ადამიანი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედი, ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს, ხოლო 2,4 მილიარდი საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად მხოლოდ ქვანახშირს, ნაკელსა და ხეს იყენებს, — ნათქვამია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მიერ გამოცემულ ჟურნალში „ჩვენი პლანეტა“. — ამ ტრადიციული საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი ყოველწლიურად დაახლოებით ორ-ნახევარი მილიონი ქალისა და ბავშვის სიკვდილს იწვევს“.

ონლაინის საზიანო შედეგები

ონლაინ საზოგადოების ვებ-საიტები ხალხს ინტერნეტის საშუალებით მრავალ უცხო ადამიანთან ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს და, როგორც ამბობენ, ამ ვებ-საიტებით მოსარგებლენი ფიქრობენ, რომ ისინი ბევრს მოსწონთ. „ფოლია ონლაინის“ თანახმად, ასეთი საიტები „სამოთხეა მატყუარებისთვის“, რასისტებისთვის, ზედმეტად ცნობისმოყვარე და ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც სხვებს უმიზეზოდ ითვალწუნებენ. ზოგი საკუთარ ბიოგრაფიულ მონაცემებსაც კი ცვლის. სხვები ლანძღავენ მსუქნებს, დაბლებს, ხუჭუჭებს და ა. შ. და ამგვარად მათ ემოციურ ტკივილს აყენებენ. ბრაზილიელი ფსიქოლოგის იველიზ ფორტიმის სიტყვების თანახმად, ეს იმიტომ ხდება, რომ „მსხვერპლთათვის [ვებ-საიტები] უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალური ცხოვრება“.

ძველი ასტრონომიული ხელსაწყო

ღრუბელების მაძიებელმა მყვინთავებმა 1901 წელს საბერძნეთის ერთ-ერთი პატარა კუნძულის (Antikythera) მახლობლად იპოვეს ძველი რომაული ჩაძირული გემი, რომელზეც დაჟანგული ნივთი აღმოაჩინეს. ეს საკმაოდ რთული მექანიზმი ძვ. წ. მეორე საუკუნის ასტრონომიული ხელსაწყო აღმოჩნდა. ამ ობიექტს, რომლის შესასწავლადაც მეცნიერებმა კომპიუტერულ გამოკვლევას მიმართეს, სულ მცირე, 30 ბრინჯაოს ნაწილი ჰქონდა. თავიდან ეს მექანიზმი ხის კოლოფში იყო ჩასმული. ამ ხელსაწყოთი ზუსტად შეიძლებოდა მზისა და მთვარის მდებარეობის განსაზღვრა და წინასწარ იმის დადგენა, როდის მოხდებოდა მთავრის ან მზის დაბნელება. ჟურნალ „ნეიჩეს“ თანახმად, ეს მექანიზმი „ტექნიკურად უფრო რთული იყო, ვიდრე შემდგომი, სულ მცირე, 1 000 წლის შემდეგ გაკეთებული სხვა მექანიზმები“.

[საავტორო უფლება დაცულია 21 გვერდზე]

AP Photo/Thanassis Stavrakis