არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ელექტროენერგიიდან სულიერ სინათლემდე

ელექტროენერგიიდან სულიერ სინათლემდე

ელექტროენერგიიდან სულიერ სინათლემდე

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან

▪ მე-20 საუკუნის დასაწყისში პისტოიას (იტალია) მთიან მხარეში სწრაფად დაიწყო მრეწველობის განვითარება. ნედლეულისა თუ მზა მასალის ტრანსპორტირებისთვის აქ გაიყვანეს ელექტრორკინიგზა. 1926 წლის 21 იანვარს გახსნილი ეს 15-კილომეტრიანი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ქსელი მთებსა და ბორცვებს შორის გადიოდა.

ელექტროენერგიით მატარებელს ამარაგებდა ქვესადგური (მარცხნივ ზემოთ). თუმცა, დროთა განმავლობაში საბარგო მატარებლების მიმოსვლის შემცირების გამო რკინიგზამ შეწყვიტა ფუნქციონირება და ის 1965 წელს დაიხურა. რა ბედი ეწია იმ შენობებს, რომლებიც რკინიგზის ახლოს იყო აშენებული? ზოგი მათგანი სერიოზულად დაზიანდა, ზოგიც ბარებად და ავტოსადგურებად გადააკეთეს.

ელექტროქვესადგური კვლავ აღდგა. 1997 წელს ის შეისყიდა იეჰოვას მოწმეთა სან-მარჩელოს პისტოიას კრებამ, რომელმაც ეს შენობა ტოსკანის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სამეფო დარბაზად აქცია (მარცხნივ ქვემოთ). სან-მარჩელო პისტოიას კრების წევრები, რომლებიც ყოფილ ქვესადგურში იკრიბებიან, ამ მთიან მხარეში ‘მნათობებივით ანათებენ’ და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებენ (ფილიპელები 2:15; მათე 24:14). დიახ, შენობა, რომელიც ერთ დროს ელექტროენერგიის წყარო იყო, ახლა სულიერი სინათლის წყაროდ იქცა (მათე 5:14—16; 28:19, 20).