ის დაეხმარა დავალების მომზადებაში
ის დაეხმარა დავალების მომზადებაში
გერმანიის ერთ-ერთ პროფესიულ სკოლაში ბევრი უცხოელი მოსწავლე სწავლობს. ისინი ჩამოსულები არიან ვიეტნამიდან, ინდოეთიდან, ყოფილი იუგოსლავიიდან, ლიბანიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან.
ერთ-ერთი მოსწავლე გვწერს: «როდესაც შესაძლებლობა მომეცა, რომ კლასის წინაშე თემით წარვმდგარიყავი, ავირჩიე თემა „პრაქტიკული რჩევები ახალგაზრდების კითხვებზე“ და მის მოსამზადებლად გამოვიყენე წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“. მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წიგნში განხილულმა თემებმა და იმ სასარგებლო რჩევებმა, რომლებიც მასშია მოცემული.
როდესაც თემა ყველას წინაშე წარვადგინე, მოსწავლეებმა მქუხარე ტაშით გამოხატეს თავიანთი მოწონება. ვინაიდან ყველანი სწავლობენ ენებს და ინგლისურიც კარგად ესმით, სტუდენტებს ინგლისურ ენაზე გამოცემული წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები“ 30 ეგზემპლარი დავუტოვე, მასწავლებელს კი ეს წიგნი გერმანულ ენაზე შევთავაზე».
მომდევნო დღეებში ამ მოსწავლემ განაგრძო ზოგ თანაკლასელთან ბიბლიურ თემებზე საუბარი, რის შედეგადაც მათ ბიბლიისადმი ინტერესი გამოავლინეს. მან არაბულ, ბენგალურ, ესპანურ, ვიეტნამურ, პოლონურ, რუსულ და ქართულ ენებზე გამოცემული ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა მიუტანა მათ.
შესაძლოა, თქვენ იცნობთ ისეთ ახალგაზრდას, რომელსაც დაეხმარებოდა წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები“. წიგნი შედგება 39 თავისგან. მაგალითად, მასში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: „როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“, „დასაშვებია ქორწინებამდელი სექსი?“ და „როგორ გამოვიცნო ნამდვილი სიყვარული?“. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ აქ ნაჩვენები წიგნი.
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.