არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იყავით მადლიერნი“

„იყავით მადლიერნი“

„იყავით მადლიერნი“

▪ ბიბლია არაერთხელ მოუწოდებს ღვთის თაყვანისმცემლებს, რომ იყვნენ მადლიერნი. ფსალმუნის 92:1-ში ნათქვამია: „კარგია, ვმადლობდეთ იეჰოვას“. მსგავსადვე, პავლე მოციქულიც ურჩევდა თანაქრისტიანებს: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15).

არსებობს საფუძვლიანი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ვიყოთ მადლიერნი. კალიფორნიის (დეივისი, კემპუსი) უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ემონზი ამბობს: „გამოკვლევის შედეგად, რომელიც ჩატარდა იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანებზე მადლიერება, მკვლევარები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ მადლიერების გრძნობა დადებით გავლენას ახდენს ადამიანებზე, რადგან ეხმარება მათ ყოველდღიურ პრობლემებთან, განსაკუთრებით კი, სტრესთან გამკლავებაში. გარდა ამისა, ადამიანში ის ღირსების გრძნობას ავითარებს“.

მადლიერების გამოვლენის სხვა დადებით გავლენასთან დაკავშირებით ჟურნალ „ტაიმში“ ნათქვამია: „სხვა ადამიანებთან შედარებით ისინი, ვინც მადლიერებას ავლენენ  . . . უფრო ენერგიულები და ოპტიმისტები არიან, მათ უფრო ნაკლები სტრესი აქვთ და დეპრესიაშიც ნაკლებად ვარდებიან“.

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბოლო დღეებში ადამიანები, სამწუხაროდ, „საკუთარი თავის მოყვარულები“ და „უმადურები“ იქნებოდნენ (2 ტიმოთე 3:1—5). როგორ უნდა მოიქცნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომ მათაც არ განუვითარდეთ ასეთი თვისებები? ბიბლიის ავტორი ამბობს: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო!“ (ესაია 48:17). ღვთის კანონების დაცვით ჩვენ ავერიდებით მრავალ საწუხარს, რაც ხვდება მათ, ვინც ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებისკენ ისწრაფვის. გარდა ამისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა ხედავს ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას და გვაკურთხებს კიდეც ამისთვის (ებრაელები 6:10). ეს ყოველივე კი აღგვძრავს, რომ ‘ვმადლობდეთ იეჰოვას’ (ფსალმუნი 107:8).