არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვენდოთ, თუ არ ვენდოთ?

ვენდოთ, თუ არ ვენდოთ?

ვენდოთ, თუ არ ვენდოთ?

„დამპალ ფიცარს ნუ ენდობი“, — დაწერა ინგლისელმა დრამატურგმა უილიამ შექსპირმა. მართლაც, ვიდრე ხის ხიდზე ფეხს დააბიჯებ, ჯერ უნდა დარწმუნდე, რომ ფიცარი დამპალი არ არის.

შექსპირის სიტყვები ძველი ისრაელის ბრძენი მეფის, სოლომონის მიერ 3 000 წლის წინათ დაწერილ სიტყვებს მოგვაგონებს: „სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება“ (იგავები 14:15, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, 1989). სულელი ადამიანი ადვილად იჯერებს იმას, რასაც ეუბნებიან, და გადაწყვეტილებებს არაგონივრული რჩევებისა და აზრს მოკლებული რელიგიური შეხედულებების საფუძველზე იღებს. თუ ვენდობით იმას, რაც არ არის სანდო, ეს დამპალ ფიცარზე ფეხის დადგმის მსგავსი იქნება, და შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაგვიჯდეს. მაგრამ შეიძლება იფიქროთ: „ნეტა თუ არსებობს ისეთი რამ, რაც საიმედო ხელმძღვანელობას გაგვიწევს?“

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ენდობა უძველეს წიგნს — ბიბლიას, და გადაწყვეტილებებს ბიბლიური პრინციპების საფუძველზე იღებს. ისინი „დამპალ ფიცარს“ ხომ არ აბიჯებენ ფეხს? ეს რომ გავიგოთ, ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რამდენად სანდოა ბიბლია. ამ კითხვას „გამოიღვიძეთ!“-ის ამ სპეციალურ ნომერში გაეცემა პასუხი.

ამ ნომრის მიზანი ის არ არის, რომ ვინმეს თავს მოახვიოს ესა თუ ის რელიგიური შეხედულება. თქვენ გაეცნობით უტყუარ ფაქტებს, რომლებმაც მილიონობით ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ ბიბლია სანდო წიგნია. მომდევნო სტატიების წაკითხვის შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ თუ არა ენდოთ ბიბლიას.

ამ საკითხისადმი ზედაპირული მიდგომა საკმარისი არ არის. თუ ბიბლია შემოქმედისგან ბოძებული სახელმძღვანელოა, ნამდვილად ღირს, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები დაინტერესდეთ ამ წიგნით.

ცოტას თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ბიბლია უნიკალური წიგნია. მოდი გავეცნოთ ფაქტებს.