ღვთის სიყვარულის ძლიერი მტკიცება
ღვთის სიყვარულის ძლიერი მტკიცება
ასე უწოდეს ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებას, რადგან ადამიანებში მოწიწებას იწვევდა. მაგრამ ამ საოცრებათაგან პირამიდების გარდა დღეს არც ერთი აღარ არსებობს. ბიბლიამ კი ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ის უბრალო ადამიანებმა დაწერეს და თანაც ისეთ მასალაზე, რომელიც შეიძლებოდა ადვილად დაზიანებულიყო. ჩვენ შეგვიძლია სრულიად ვენდოთ ამ უნიკალურ წიგნს (ესაია 40:8; 2 ტიმოთე 3:16, 17).
იეჰოვამ, რომელმაც თავისი აზრები ადამიანებს დააწერინა, იმაზეც იზრუნა, რომ არასრულყოფილი მეხსიერების გამო მათ მისი აზრები არ შეეცვალათ. გარდა ამისა, მათ ბიბლია უბრალო ენაზე დაწერეს, რაც ისეთ ადამიანებსაც უადვილებს ბიბლიის გაგებას, რომლებიც არცთუ ისე განათლებულები არიან (საქმეები 4:13). განა გასაკვირია, რომ შემოქმედმა ასე იზრუნა? უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ ბიბლია ასე ფართოდაა გავრცელებული, ნათლად აჩვენებს ყველა ეროვნების ადამიანისადმი ღვთის ძლიერ სიყვარულს (1 იოანე 4:19). დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლიას სულაც არ უკარგავს ფასს ის, რომ ეს წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომია, პირიქით, ამის გამო ბიბლია უფრო ფასობს!
ბიბლიის შინაარსი უფრო მეტად გვარწმუნებს ღვთის სიყვარულში. როგორც წინა სტატიებიდან დავინახეთ, ღვთის სიტყვაში ახსნილია, რატომ გავჩნდით, რატომ არის სიცოცხლე ასე ხანმოკლე და სირთულეებით სავსე, და თავისი სამეფოს მეშვეობით როგორ გამოასწორებს ღმერთი დღევანდელ მდგომარეობას. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ იმ ბიბლიურ რჩევებზე, რომელთა გათვალისწინებითაც დღესვე შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები (ფსალმუნი 19:7—11; ესაია 48:17, 18). რაც ყველაზე მთავარია, გავიგეთ, რომ შემოქმედი, რომელსაც სატანამ ცილი დასწამა, ერთხელ და სამუდამოდ განწმენდს თავის სახელს (მათე 6:9).
სხვა რომელი წიგნია ასე მნიშვნელოვანი, ძვირფასი და პრაქტიკული? სხვა რომელი წიგნი უსახავს მომავლის რეალურ იმედს პრობლემებით დამძიმებულ ადამიანებს? ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებისგან განსხვავებით, რომელთა უმეტესობაც ცრუ ღვთაებების ან ძლევამოსილი ადამიანების განსადიდებლად იყო აგებული, ბიბლია ხალხისადმი იეჰოვას უანგარო სიყვარულის ძლიერი მტკიცებაა.
თუ ჯერ არ გამოგიკვლევიათ საღვთო წერილი, კარგი იქნება თუ გამოიკვლევთ! დღეს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ექვს მილიონზე მეტ ადამიანს უფასოდ ასწავლიან ბიბლიას. მათ დიდი სურვილი აქვთ, გულწრფელ ადამიანებს დაეხმარონ იმის დანახვაში, რომ ბიბლია, ღვთისგან შთაგონებული სიტყვა, ნამდვილად სანდოა (1 თესალონიკელები 2:13).