არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აბლაბუდის ძაფი

აბლაბუდის ძაფი

ვინ შექმნა?

აბლაბუდის ძაფი

▪ აბლაბუდის ძაფი ბამბაზე მსუბუქია, პროპორციული თანაფარდობით კი ფოლადზე მაგარი. ათწლეულებია, რაც მეცნიერები აბლაბუდის ძაფის სტრუქტურას იკვლევენ. აბლაბუდის ჩარჩოსა და რადიუსების ძაფები, რომლებიც შვიდი სახეობის აბლაბუდის ძაფებს შორის ყველაზე მაგარია, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ის უფრო გამძლე და წყალგაუმტარია, ვიდრე აბრეშუმის ჭიის ძაფი, რომლებსაც, ძირითადად, ტანსაცმლის დასამზადებლად იყენებენ.

დაფიქრდით: მაგალითად, ისეთი ხელოვნური ბოჭკოს დასამზადებლად, როგორიცაა კევლარი, საჭიროა მაღალი ტემპერატურა და ორგანული გამხსნელები. ობობა კი ძაფს ოთახის ტემპერატურაზე ქსოვს და გამხსნელად მხოლოდ წყალი სჭირდება. აბლაბუდის ჩარჩოსა და რადიუსების ძაფები კევლარის ბოჭკოზე მაგარია. ასეთი აბლაბუდის ძაფები სტადიონის ზომაზე რომ გაგვედიდებინა, უზარმაზარ ავიალაინერს გააჩერებდა.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ ინტერესდებიან მეცნიერები აბლაბუდის ძაფებით. „მეცნიერებს უნდათ, ასეთივე მასალისგან დაამზადონ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ხიდის ბაგირები და სხვა“, — წერს იმა კანინგჰამი ჟურნალ „საიენს ნიუსში“.

აბლაბუდის ჩარჩოსა და რადიუსების ძაფების მსგავსი ბოჭკოს დამზადება ადვილი არ არის, რადგან მეცნიერებს ბოლომდე არა აქვთ შესწავლილი, როგორ გამოიმუშავებს ობობა ძაფის წარმოსაქმნელად აუცილებელ სითხეს. ერთ სამეცნიერო ჟურნალში ციტირებული იყო ერთი ბიოლოგის, შერილ ჰაიაშის სიტყვები: „ბევრი გონიერი ადამიანი ცდილობს იმის შექმნას, რასაც ობობები ბუნებრივად ქმნიან სარდაფებში, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია“ (Chemical & Engineering News magazine).

რას ფიქრობთ? თავისით გაჩნდა ობობა, რომელიც ფოლადივით მაგარ ძაფს ქსოვს, თუ ბრძენმა შემოქმედმა შექმნა?

[სურათი 24 გვერდზე]

მიკროსკოპით ნაჩვენები აბლაბუდის ძაფი, რომელიც ობობას ჯირკვლებიდან წარმოიქმნება

[საავტორო უფლება]

Copyright Dennis Kunkel Microscopy, Inc.