არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნებისმიერ სათამაშოზე უკეთესი

ნებისმიერ სათამაშოზე უკეთესი

ნებისმიერ სათამაშოზე უკეთესი

შესაძლებელია, რომ პატარა ბავშვმა წიგნი არჩიოს სათამაშოს? სავსებით შესაძლებელია, თუ მშობლები ჩვილობიდანვე უკითხავენ წიგნებს. მებრაჰტუ და ანჯელა, რომლებიც კალიფორნიაში ცხოვრობენ, სამშობიაროდან გამოყვანის დღიდან უკითხავდნენ თავიანთ გოგონას წიგნს „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“.

აი, რას გვწერენ ისინი: «ჩვენს პატარას შეუყვარდა ეს წიგნი. სულ რაღაც 1 წლის იყო, როცა ითხოვდა, მისთვის წაგვეკითხა „დიდებული მასწავლებელი“, რომელსაც ის იესოს წიგნს ეძახდა. ახლა ჯულიანა სამი წლისაა და ერთი სული აქვს, როდის წაუკითხავს დედიკო ან მამიკო წიგნს. არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ ჩვენს გოგონას ეს წიგნი ნებისმიერ სათამაშოს ურჩევნია. ბავშვი ბევრს სწავლობს სურათებიდან და თვალსაჩინო მაგალითებიდან. ჩვენ, მშობლებიც, ბევრ რამეს ვსწავლობთ ამ წიგნიდან».

თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ამ ჟურნალის ფორმატის 256 გვერდიანი შესანიშნავად ილუსტრირებული წიგნი. შეავსეთ თანდართული ტალონი და გაგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

❑ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“.

❑ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.