არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„გლობალური დათბობისა თუ სხვა მიზეზთა გამო 1970—1990 წლებში კლიმატურმა პირობებმა კატასტროფათა რიცხვის გასამმაგება გამოიწვია“ („ეკონომისტი“, დიდი ბრიტანეთი).

ილინოისის შტატში (აშშ) მცხოვრებ ათი თვის ბიჭუნას იარაღის ტარების უფლება აქვს. მამის მოთხოვნით მიღებულ ნებართვაში მოხსენიებული იყო ბავშვის სიმაღლე — 2 ფუტი და სამი დიუმი და წონა — 20 ფუნტი. ასეთი ნებართვის მიღება იქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია (აშშ-ის ახალი ამბების სატელევიზიო კომპანია).

მეცნიერებმა მიაღწიეს, რომ მაღალი წნევის ქვეშ ყინულში შემავალი წყალი „დუღილის ტემპერატურაზე მეტად გაეცხელებინათ“. ჩვეულებრივი „ყინულის“ გარდა, არსებობს „სულ მცირე, 11 სახის სხვადასხვა ტემპერატურისა და წნევის მქონე ყინული“ (SANDIA NATIONAL LABORATORIES, U.S.A.).

საქართველოში რელიგიის თავისუფლება აღადგინეს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ ძალადობის შემწყნარებლობაში დაადანაშაულა. სასამართლომ აღუდგინა უფლება მოწმეებს, ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლებს, შეკრებილიყვნენ თაყვანისმცემლობის მიზნით და ბიბლიის შესასწავლად, და დაზარალებულთათვის კომპენსაციის სახით გარკვეული თანხის გადახდა დააკისრა. 1999 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის ნოემბრამდე იეჰოვას მოწმეებს 138-ჯერ დაესხნენ თავს და მოწმეებმა 784 საჩივარი შეიტანეს. მაგრამ ამას არავითარი სერიოზული გამოხმაურება არ მოჰყოლია. პოლიცია არ ერეოდა საქმეში და არ იცავდა ძალადობის მსხვერპლთ. საქართველოში მოწმეებზე ძალადობა 2003 წლიდან საგრძნობლად შემცირდა.

ძველი ობსერვატორია პერუში

არქეოლოგებს დიდი თავსატეხი გაუჩინა პერუში 2 300 წლის წინანდელი ნანგრევების აღმოჩენამ, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ობსერვატორია იყო. ამ ადგილზე, რომელსაც „ჩენკეიო“ ეწოდებოდა, იპოვეს გორაზე განლაგებული 13 მაღალი კოშკი, რომელიც შორიდან ყბაზე ჩამწკრივებულ კბილებს ჰგავდა; დამკვირვებლის ადგილი კი წინასწარ იყო განსაზღვრული. ეს კოშკები „ისე იყო განლაგებული, რომ ზამთრისა და ზაფხულის ნაბუნიაობის დროს მზე პირველი კოშკის თავზე ამოდიოდა და ბოლო კოშკის თავზე ჩადიოდა. ასე ადგენდნენ, როდის იყო მზის წელიწადის დასაწყისი და როდის — შუა წელი“ (ჟურნალი „საიენსი“). შუა კოშკების თავზე მზის ამოსვლისა და ჩასვლით წლის სხვა პერიოდებს განსაზღვრავდნენ. პერუს მშრალ კლიმატში მცხოვრებთათვის მნიშვნელოვანი იყო, სცოდნოდათ, როდის დაეწყოთ თესვა; ამიტომ „ხალხს გარკვეული სიზუსტით [უნდა] სცოდნოდა, წელიწადის რა დრო იყო“.

[Diagram/​Picture on page 29]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ივნისის ნაბუნიაობა ბუნიაობა დეკემბრის ნაბუნიაობა

↑ ↑ ↑

ობსერვატორია

[საავტორო უფლება]

REUTERS/Ivan Ghezzi/Handout

სურათები, რომელთა დანახვაც ქალებს ცუდ გუნებაზე აყენებს

„ჟურნალის გარეკანზე კაფანდარა ქერა ქალის დანახვაზე ყველა ქალს, სხეულის ზომის, მოყვანილობის, წონისა თუ ასაკის მიუხედავად, გუნება უფუჭდება, — ნათქვამია მისურის (კოლუმბია, შეერთებული შტატები) უნივერსიტეტის ცნობაში. განათლებისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა პროფესორის თანაშემწის, ლორი მინტსის, სიტყვების თანახმად, „ამბობენ, რომ მსუქანი ქალები უფრო ცუდად გრძნობენ თავს იდეალური სხეულის მქონე ქალების სურათის ნახვის შემდეგ, ვიდრე გამხდრები“. მაგრამ „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ასე არ არის. მსგავსი სურათის დანახვა ყველა ქალს უფუჭებს გუნებას“.