არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წიგნი ყველასთვის

წიგნი ყველასთვის

წიგნი ყველასთვის

როგორ ფიქრობთ, რომელ წიგნზე შეიძლება ითქვას, რომ ის ყველასთვისაა? ერთ კოლორადოელ (აშშ) ქალს მისცეს ბროშურა „წიგნი ყველასთვის“, რომელშიც აღნიშნულია, რას მოგვითხრობს ბიბლია და რატომ არის ის ყველასათვის მნიშვნელოვანი წიგნი. ბროშურის მიღების შემდეგ სამადლობელ წერილში ამ ქალბატონმა დაწერა:

„დიდი სიამოვნებით გავეცანი ამ ბროშურას. სულმოუთქმელად წავიკითხე ბოლომდე. მასში ღვთის სიტყვის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტია მოხსენიებული და ბრწყინვალედ არის ახსნილი, რომ ბიბლია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ბროშურაში ნათქვამია, როგორ ითარგმნა ბიბლია, ყველა ადამიანს რომ შესძლებოდა მისი წაკითხვა, და როგორ მოაღწია ამ წიგნმა ჩვენამდე“.

ბიბლია ოდესმე დაწერილ წიგნთაგან ყველაზე შესანიშნავი წიგნია და ის ყველაზე მეტად არის გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის წერა დაახლოებით 2 000 წლის წინათ დასრულდა, ის მეცნიერულად ზუსტია და მისი სწავლებები დღესაც საიმედო ხელმძღვანელობას გვიწევს.

თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს 32-გვერდიანი ბროშურა, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

❑ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს ბროშურა.

❑ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.