არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ახალგაზრდებს დახმარება სჭირდებათ (მარტი 2007). 18 წლის ვარ. ამ სტატიებიდან ჩემთვის მობილური ტელეფონისა და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით მრავალი აზრი იყო საყურადღებო. ინტერნეტის საშუალებით უცხო ადამიანებთან დავიწყე ურთიერთობა. მალე ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობამ მახეში გამაბა. თანდათანობით სულიერად დავსუსტდი. იქამდეც კი მივედი, რომ ინტერნეტში გაცნობილ უცხო ადამიანებს შეხვედრებზე ვთანხმდებოდი. და რაც ყველაზე სამწუხაროა, უზნეობაც კი ჩავიდინე. ვლოცულობ, რომ ეს სტატია დაეხმაროს ბევრს, თავი აარიდონ იმ ტკივილსა და ემოციურ ტანჯვას, რასაც მე განვიცდი. უძილო ღამეებისა და მწარე მოგონებების გამო ყოველი დღე ჩემთვის რთული ასატანი გახდა, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობას ვუწევ სატანას.

ბ. რ. (შეერთებული შტატები)

რატომ მიმდის გული? (აპრილი 2007). ძალიან გამამხნევებელი იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ მხოლოდ მე არ მიმდის გული. ამ სტატიის კითხვისას ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს იეჰოვა პირადად მე მომმართავდა და მეუბნებოდა: „მე ვხედავ შენს მდგომარეობას და მინდა გაგამხნეო“.

ი. რ. (მადაგასკარი)

„უჭკნობ ხელოვნებაზე“ აღმატებული (აპრილი 2007). სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მადლიერი ვარ ამ სტატიისთვის. ექვსი წლის მანძილზე მე მქონდა ორი ფოტოსტუდია, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მე მიყვარდა ჩემი სამუშაო, რომელიც შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის საშუალებას მაძლევდა. მაგრამ მივხვდი, რომ რაც უფრო მეტ წარმატებას ვაღწევდი სამსახურში და რაც უფრო პოპულარული ვხდებოდი, მით უფრო ნაკლებ დროს ვუთმობდი იეჰოვას მსახურებას. იმდენად გატაცებული ვიყავი ჩემი საქმით, რომ სხვა დანარჩენისთვის ძალიან მცირე დროღა მრჩებოდა. ვიცოდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. ამიტომ მივატოვე სამსახური და უფრო მეტი დრო დავუთმე მსახურებას. კმაყოფილების გრძნობა და სიხარული, რასაც ლამაზი პორტრეტების შექმნა მანიჭებდა, ვერ შეედრება იმ სიხარულს, რაც ქრისტიანულ მსახურებას მოაქვს ჩემთვის.

ა. პ. (შეერთებული შტატები)

ახალგაზრდების შეკითხვები — შესაფერისია ეს ადამიანი ჩემთვის? (მაისი 2007). ამას წინათ ერთი ადამიანის მიმართ გრძნობა გამიჩნდა და ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანი ჩემი შესაფერისი იყო. მაგრამ, სტატიის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ის თვისებები, რომლებიც მასში მომწონდა, არ იყო უმთავრესი. სტატია დამეხმარა იმის დანახვაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის სულიერი თვისებები და ის, თუ როგორ ექცევა სხვებს. მადლიერი ვარ იეჰოვასი ამგვარი სტატიებისთვის, რომლებიც ჩვენ, ახალგაზრდებს გვიცავს და ხელმძღვანელობას გვიწევს.

ე. პ. (შეერთებული შტატები)

გაეცანით აღმოსავლეთ ტიმორელებს (მაისი 2007). ეს სტატია დიდი ინტერესით წავიკითხე. პირველად ამ ქვეყნის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც ახალ ამბებში იქ მომხდარი არეულობების შესახებ იტყობინებოდნენ. იმ დროიდან მოყოლებული ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უმკლავდებოდნენ აღმოსავლეთ ტიმორელები იქ არსებულ სიტუაციას და რა გავლენას ახდენდა ეს იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობაზე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანების სულისკვეთებამ, რომელსაც სხვების მიმართ ავლენენ, და იმან, რომ ამ ხალხმა სირთულეების მიუხედავად არ დაკარგა ცხოვრების ხალისი. ყოველთვის მემახსოვრება აღმოსავლეთ ტიმორელების შეუპოვრობა და არასოდეს დამავიწყდება იაკობისა და მისი ოჯახის წევრების სახეზე აღბეჭდილი ღიმილი.

ი. მ. (იაპონია)