არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკითხვის თანახმად, „მამაკაცთა ოცდაცხრა პროცენტს ცხოვრების განმავლობაში თხუთმეტ ან უფრო მეტ ქალთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი დამყარებული. სწორედ ამდენივე მონაცემი მოდიოდა გამოკითხულ ქალთა ცხრა პროცენტზე, რომლებსაც სქესობრივი კავშირი ჰქონდათ მამაკაცებთან (დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები, აშშ).

საბერძნეთში „16 წლამდე მოზარდთა 62 პროცენტმა აღიარა, რომ მობილურ ტელეფონებში პორნოგრაფიული მასალა ჰქონდათ ჩაწერილი“ („ELEFTHEROTYPIA“, საბერძნეთი).

დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის 82 პროცენტი მიიჩნევს, რომ „რელიგია განხეთქილებისა და დაძაბულობის მიზეზია“ („გარდიანი“, დიდი ბრიტანეთი).

თავის ტკივილი 64 წლის მანძილზე

როდესაც ერთ ჩინელ ქალბატონს ექიმებმა ოპერაციის დროს თავიდან ამოუღეს სამი სანტიმეტრის სიგრძის ტყვია, მან როგორც იქნა გაიგო, თუ „რატომ სტკიოდა თავი“ 60 წელზე მეტი ხნის მანძილზე. ამ ქალბატონმა თავის ტრავმა 13 წლის ასაკში მიიღო, როცა იაპონელები 1943 წლის სექტემბერში შეიჭრნენ მის სოფელში, რომელიც სინუის პროვინციაში მდებარეობდა. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი თავის ტკივილის მიზეზი. როგორც ახალი ამბების სააგენტო იუწყება, როდესაც ქალს თავის ტკივილმა უმატა, მან გადაიღო რენტგენოგრამა, რამაც აჩვენა, რომ მას თავში ტყვია ჰქონდა გაჩერებული. ეს ქალბატონი ახლა 77 წლისაა და „თავს კარგად გრძნობს“, — დასძენს სააგენტო.

„მხცოვანი“ ვეშაპი

როდესაც 2007 წელს ალასკელმა მონადირეებმა გრენლანდიური ვეშაპი მოკლეს, მის სხეულში მათ აღმოაჩინეს ძველი ჰარპუნის (დიდ თევზებზე სანადირო იარაღი) წვერი და ჰარპუნის სხვა ნაწილები. დადგინდა, რომ ეს ნაწილები ყოფილა „მე-19 საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს ნიუ-ბედფორდში [მასაჩუსეტსის შტატი, აშშ] ძირითადად ვეშაპებზე სანადიროდ წარმოებული ფეთქებადი ჰარპუნის ნაწილები“, — ნათქვამია „ბოსტონ გლოუბში“. ამ ტიპის ჰარპუნები მალევე ამოუღიათ ხმარებიდან, რამაც ნიუ-ბედფორდის ვეშაპთსანადირო მუზეუმის ისტორიკოსები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ გრენლანდიური ვეშაპისთვის ჰარპუნი „სადღაც 1885—1895 წლებში“ უსვრიათ. აქედან გამომდინარე, იმ დროისთვის, როდესაც ვეშაპი მოკლეს, ის, როგორც ჩანს, სულ მცირე, 115 წლის უნდა ყოფილიყო. როგორც „გლოუბშია“ აღნიშნული, ზემოხსენებულმა აღმოჩენამ „კიდევ ერთი მტკიცებულება შემატა დიდი ხნის მანძილზე გავრცელებულ იმ აზრს, რომ გრენლანდიური ვეშაპი ერთ-ერთი ყველაზე დიდხანს მცხოვრები ძუძუმწოვარია, რომელიც თითქმის 150 წლამდე ცოცხლობს“.

ნამარხი ტროპიკული ტყე

გეოლოგებმა მიწის ქვეშ აღმოაჩინეს უზარმაზარი ტროპიკული ტყე, რომელშიც საოცრად იყო შერწყმული მცენარეთა ისეთი სახეობები, რომლებიც დღეს უკვე აღარ არსებობს. აღმოჩენილ მცენარეთაგან ზოგი სიმაღლეში 40 მეტრსაც კი აღემატებოდა. ამ უნიკალური ტყის ნახვა შეიძლება ილინოისის შტატის (აშშ) ქვანახშირის მაღაროს გვირაბებში. მეცნიერების აზრით ტყე ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩაიმარხა მიწაში. „ეს უმშვენიერესი სანახაობაა, — ამბობს იმ მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ბილ დიმიკელე, რომელმაც ამ აღმოჩენის შესახებ საზოგადოებას ამცნო. — ჩვენ შეგვიძლია მეტ-ნაკლებად წარმოვიდგინოთ, თუ როგორი იყო ეს ტყე“.

სამარკო ღვინის „გათხრები“

სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი ჩადის მაკედონიაში (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა) „სამარკო ღვინის ამოსათხრელად . . . რომელიც იქ მოკავშირეთა ჯარებმა პირველი მსოფლიო ომის დროს დატოვეს“, — იუწყება გაზეთი „Kathimerini“ (ინგლისური გამოცემა). რუკებით შეიარაღებული ტურისტები, რომლებიც ძირითადად, საფრანგეთიდან ჩადიან, ყოფილი სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე „გათხრებს აწარმოებენ“. დღეისათვის, ჩამარხული ღვინის ასაკი სულ მცირე, 90 წელია, და როგორც გაზეთში იტყობინებიან, „კარგად შენახული ერთი ასეთი ბოთლის ფასი შეიძლება . . . 2 000 ევროს (2 675 დოლარს) აღწევდეს“. ადგილობრივი ხალხი, რომელმაც ეს ღვინო და კონიაკი აღმოაჩინა, ამბობს, რომ „მსგავსი რამ არასოდეს დაუგემოვნებიათ“.