არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბოლო დღეები რა იქნება შემდეგ?

ბოლო დღეები რა იქნება შემდეგ?

ბოლო დღეები რა იქნება შემდეგ?

ბოლო დღეების ხსენება ზოგს შიშის ზარს სცემს (2 ტიმოთე 3:1). მათთვის ბოლო დღეები მძიმე დროსთან ასოცირდება. მაშინ რატომღა ელოდა საუკუნეების მანძილზე მრავალი ადამიანი ბოლო დღეების დადგომას? მიზეზი ის არის, რომ ბოლო დღეები უკეთესი დღეების დადგომას მოასწავებს.

მაგალითად, ისააკ ნიუტონი დარწმუნებული იყო, რომ უკანასკნელი დროის დასრულებით დაიწყებოდა ახალი ეპოქა; ღვთის სამეფოს ათასწლიანი მმართველობა მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანდა. მისი აზრით, სწორედ მაშინ შესრულდებოდა მიქას 4:3-სა და ესაიას 2:4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, სადაც ვკითხულობთ: „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“.

როდესაც აღსასრულზე ლაპარაკობდა, იესომ თავის მოწაფეებს დადებითი განწყობილების შენარჩუნებისკენ მოუწოდა. მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ დიდი გასაჭირის დროს მრავალ სირთულესა თუ საწუხარს შეხვდებოდნენ, და ყველგან შიში დაისადგურებდა. შემდეგ კი გაამხნევა: „როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:28). მაგრამ, რისგან საჭიროებენ ადამიანები ხსნას?

რას გვპირდება ღმერთი?

ომები, დამნაშავეობა, ძალადობა და შიმშილი მხოლოდ რამდენიმეა იმ უბედურებათა შორის, რომლებიც დღეს მილიონობით ადამიანს შიშის ზარს სცემს. აქედან ერთ-ერთი უბედურების მსხვერპლი შეიძლება თქვენც იყოთ. ღმერთი გვპირდება:

„კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).

„ჩემი ხალხი მშვიდობიან სამყოფელში, უსაფრთხო სამკვიდრებელში და მყუდრო მოსასვენებელ ადგილას იცხოვრებს“ (ესაია 32:18).

„[იეჰოვა] წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“ (ფსალმუნი 46:9).

„თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ“ (მიქა 4:4).

„უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).

„ის კი, ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“ (იგავები 1:33).

იმ შემთხვევაშიც, თუ შედარებით უკეთეს პირობებში ვცხოვრობთ, ავადმყოფობასა და სიკვდილს მაინც ვერსად გავექცევით. ღვთის ახალ ქვეყნიერებაში კი ავადმყოფობაც და სიკვდილიც წარსულს ჩაჰბარდება. ჩვენ კვლავ შევხვდებით გარდაცვლილ ახლობლებს. ყურადღება მიაქციეთ:

„არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

„[ღმერთი] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).

„უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორინთელები 15:26).

„მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

პეტრე მოციქულმა ეს ყველაფერი შესანიშნავი სიტყვებით შეაჯამა: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). სიმართლე რომ დამკვიდრდეს, არ უნდა არსებობდნენ ის ადამიანები, ვინც ხელს უშლიან სიმართლის დამკვიდრებას. იმავეს თქმა შეიძლება იმ ერებზეც, რომლებსაც მხოლოდ ეგოისტური მიზნები ამოძრავებთ, და ამის გამო კონფლიქტებსა და სისხლის ღვრაში მიუძღვით ბრალი. ყველა მიწიერ მთავრობას ღვთის სამეფო შეცვლის, რომელსაც სათავეში ქრისტე უდგას. ბიბლიაში წერია: „მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება დავითის ტახტზე და მის სამეფოში მის განსამტკიცებლად და სამართლიანობითა და სიმართლით მის შესანარჩუნებლად, ახლაც და მარადიულადაც. ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას“ (ესაია 9:7).

ასეთი მომავლის პერსპექტივა თქვენთვისაც რეალურია. ბიბლია გვარწმუნებს: „[ღვთის] ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4). ნუ დააყოვნებთ იმ ცოდნის შეძენას, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ (იოანე 17:3). დაუკავშირდით ამ ჟურნალის გამომცემლებს და მოითხოვეთ ბიბლიის უფასო შესწავლა.

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე, გაიხაროთ მშვიდობით და გქონდეთ სრულყოფილი ჯანმრთელობა