არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დახმარება დეპრესიაში მყოფი მოზარდებისთვის

დახმარება დეპრესიაში მყოფი მოზარდებისთვის

დახმარება დეპრესიაში მყოფი მოზარდებისთვის

მექსიკაში სტუდენტებს, რომლებიც ინგლისური ენის კურსებს ესწრებოდნენ, დაავალეს თავისუფალი თემის დაწერა. ერთი ქრისტიანი, მარიცა, რომელიც ამ კურსებს ესწრებოდა, ჰყვება: «როცა დეპრესიაში ვიყავი, ძალიან დამეხმარა სტატიათა სერია „დახმარება დეპრესიაში მყოფი მოზარდებისთვის“ 2001 წლის 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-იდან. თემა სწორედ ამ ჟურნალში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე მოვამზადე და ფრიადიც მივიღე. შემდეგ მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჟურნალში მოცემული სტატიების ასლები დავურიგე».

ორი წლის შემდეგ მარიცა ქადაგების დროს შეხვდა ერთ სტუდენტს, რომელიც მარიცას მსგავსად ინგლისური ენის კურსებს ესწრებოდა. მარიცა გაოცებული დარჩა, როცა სტუდენტმა დეპრესიაში მყოფი მოზარდების შესახებ „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიათა სერიის ასლი აჩვენა. როგორც ჩანს, მარიცას მასწავლებელს იმდენად მოეწონა ეს სტატიები, რომ ყველა სტუდენტს დაურიგა ასლები.

დაწვრილებითი ინფორმაცია მოზარდთა დეპრესიის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“. ამ წიგნში წაიკითხავთ შემდეგ თემებს: „რატომ არა მაქვს ღირსების გრძნობა?“, „რატომ ვვარდები დეპრესიაში?“, „როგორ დავაღწიო თავი მარტოობას?“. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გამოგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ ეს წიგნი

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა