საიმედო დანაპირები!
საიმედო დანაპირები!
წარმოიდგინეთ, რომ გზის გასაყარს მიადექით. დაინახეთ ნიშანი, რომელზეც წერია: „მიანდეთ თქვენი მომავალი ადამიანებსა და მათ დაპირებებს“. მეორეზე წერია: „მიენდეთ ღმერთსა და მის სამეფოს“. რომელი მიმართულებით წახვალთ?
გონივრული ღმერთზე მინდობაა. „ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს, — ამბობს ღმერთი; — უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“ (იგავები 1:33). შემოქმედს იმ შემთხვევაში ვუსმენთ, თუ ბიბლიაში ჩაწერილს ვითვალისწინებთ, რადგან ეჭვი არ გვეპარება, რომ ბიბლია საიმედო წყაროა (2 ტიმოთე 3:16). გვაქვს ასეთი ნდობისთვის საფუძვლიანი მიზეზი? რა თქმა უნდა! მაგალითად, როგორც მეორე სტატიიდან გავიგეთ, მხოლოდ ბიბლია ხსნის ზუსტად იმის მიზეზს, რატომ არ შესწევთ ძალა ადამიანებს, მართონ თავიანთი თავი და წარმატებულნი იყვნენ. განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ბიბლიური ცნობა და ფაქტები ერთმანეთს შეესაბამება?
იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზეც — ისინი ზუსტია. მაგალითად, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „ბოლო დღეები“ შემზარავი იქნებოდა, და ამის მოწმენი ჩვენ თვითონ ვართ (მათე 24:3—7; 2 ტიმოთე 3:1—5). ბიბლიაში ისიც კი იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ ადამიანები საფრთხეს შეუქმნიდნენ ჩვენი პლანეტის არსებობას. გამოცხადების 11:18-ში ნათქვამია, რომ ღმერთი მოსპობს „დედამიწის მომსპობთ“.
* (ტიტე 1:2; ებრაელები 6:18). ფაქტობრივად, ღვთის სიტყვების შესრულება მის სახელთან არის დაკავშირებული.
დაახლოებით 2 000 წლის წინათ, როდესაც ეს სიტყვები დაიწერა, ხალხს წარმოდგენა არ ჰქონდა ადამიანების მიზეზით გამოწვეულ ჰაერის, წყლისა და მიწის დაბინძურებაზე, გლობალურ დათბობასა და სახეობების მასობრივ გადაშენებაზე; რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხდება! დიახ, ღმერთი არასდროს ცრუობს. ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები ყოველთვის ზედმიწევნით სრულდებასახელი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ
როგორც ხელმოწერა ადასტურებს საბუთის კანონიერებას, ისე ღვთის საკუთარი სახელი იეჰოვა იძლევა იმის გარანტიას, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ყველა დანაპირები შესრულდება *. „მის წმინდა სახელზე ვართ მინდობილი“ — თქვა ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, რომელიც ხშირად დარწმუნებულა ღვთის მზრუნველობაში (ფსალმუნი 33:21; 34:4, 6).
იგავების 18:10 ღვთის სახელს მამობრივ მზრუნველობას უკავშირებს და ამბობს: „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია“. მსგავს აზრს ვკითხულობთ რომაელების 10:13-ში: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. რა თქმა უნდა, ღვთის სახელი ბოროტისაგან დამცველი თილისმა არ არის. თავად ღმერთია მხსნელი, და ისინი, ვინც ზემოთ მოყვანილი მუხლის თანახმად მის სახელს უხმობენ, მისივე უბიწო სახელის გამო სრულად ენდობიან ღმერთს. ფსალმუნის 91:14-ში ნათქვამია: „რადგან შემიყვარა [იეჰოვამ], მეც გადავარჩენ. დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი“.
ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვის ვენდობი — ღმერთს თუ ადამიანს? იეჰოვას მოწმეებმა ემოციების საფუძველზე გულუბრყვილოდ კი არ აირჩიეს ღმერთი და მისი სამეფო, არამედ მათი არჩევანი ეფუძნება ბიბლიიდან მომდინარე მტკიცე რწმენას (ებრაელები 11:1; 1 იოანე 4:1). შედეგად, მათ მომავალი კი არ აშინებთ, არამედ ‘ხარობენ იმედში’. ისინი მთელი გულით გიწვევენ, თქვენც გქონდეთ ეს იმედი (რომაელები 12:12).
[სქოლიოები]
^ აბზ. 5 იხილეთ 2007 წლის ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ის სპეციალური ნომერი, რომელიც მთლიანად ეძღვნება თემას: „რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიას?“
^ აბზ. 7 იხილეთ ჩარჩო „სახელი და გარანტია“.
[ჩანართი 9 გვერდზე]
როგორც ხელმოწერა ადასტურებს საბუთის კანონიერებას, ისე ღვთის საკუთარი სახელი იეჰოვა იძლევა იმის გარანტიას, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ყველა დანაპირები შესრულდება.
[ჩარჩო 9 გვერდზე]
სახელი და გარანტია
ღვთის სახელი იეჰოვა არ არის უბრალოდ სახელი *. რა იგულისხმება ამაში? ეს სახელი ნიშნავს „აქცევინებს“. მარტივად რომ ვთქვათ, ის თავის სიყვარულს, ძალასა და სიბრძნეს იმისათვის იყენებს, რომ შეასრულოს ყველაფერი, რასაც თავისი განზრახვისა და სიტყვის შესასრულებლად საჭიროდ თვლის. მაგალითად, მას შეუძლია იქცეს იმად, რადაც სურს — მართალთა მხსნელად, ბოროტთა გამანადგურებლად, ლოცვების მომსმენად ან მოსიყვარულე მამად.
იეჰოვა ამბობს: „მე ვარ ღმერთი . . . რომელიც დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს . . . რომელიც ამბობს: შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს“ (ესაია 46:9, 10). ის, რაც ბიბლიაში წერია, აუცილებლად შესრულდება, რადგან ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის განზრახვას და ეს უშუალოდ მის სახელს უკავშირდება. „ღმერთი ადამიანი არ არის, რომ ტყუილი თქვას“ (რიცხვები 23:19).
[სქოლიო]
^ აბზ. 17 სახელი იეჰოვა არ არის ტიტული — ყოვლისშემძლე, შემოქმედი, ღმერთი ან უფალი. ბიბლიის დედანში ეს სახელი დაახლოებით შვიდი ათასჯერ გვხვდება. ღმერთმა თავად დაირქვა ეს სახელი. გამოსვლის 3:15-ში ნათქვამია: „[იეჰოვა] არის ჩემი სახელი მარადიულად“.