არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსაფრთხო მომავალი, რომელსაც ღვთის სამეფო მოიტანს

უსაფრთხო მომავალი, რომელსაც ღვთის სამეფო მოიტანს

უსაფრთხო მომავალი, რომელსაც ღვთის სამეფო მოიტანს

მალე აღარავის შეაშინებს მომავალი, რადგან თავისი ხელისუფლების — სამეფოს — საშუალებით ღმერთი იზრუნებს ჩვენს პლანეტაზე. ეს არაჩვეულებრივი მომავალი ჰქონდა მხედველობაში იესო ქრისტეს, როდესაც თავის მიმდევრებს ასწავლა, ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10).

ღვთის სამეფო არც პოლიტიკურ ლიდერებს გამოიყენებს და არც მათთან ერთად იმოქმედებს. პირიქით, ის მოსპობს ადამიანთა მმართველობის ყოველგვარ კვალს, როგორც დანიელის მიერ არის ნაწინასწარმეტყველები „ბოლო დღეების“ შესახებ, ანუ იმ დროის შესახებ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა . . . ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ [ადამიანთა] სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44). ეს სიტყვები არც ანუგეშებს და არც აიმედებს მათ, ვინც ღვთის მმართველობას ადამიანთა მმართველობას ამჯობინებს; მაგრამ ყველას, ვინც მხარს უჭერს სამეფოს მეშვეობით გამოვლენილ ღვთის უზენაესობას, გულს სიხარულით უვსებს.

არაჩვეულებრივი მომავალი!

ღვთის სამეფოს მმართველობისას დედამიწაზე აღარ იქნება პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური თუ ტერიტორიული დაყოფა. დედამიწაზე მცხოვრებნი ღვთიური ჭეშმარიტებითა და ნამდვილი სიყვარულით იქნებიან გაერთიანებული ერთ დიდ საძმოში (იოანე 13:34, 35; 17:3, 17). ღვთის სამეფოს მმართველობისას „აყვავდება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“ (ფსალმუნი 72:7).

გარდა ამისა, ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მორჩილ ადამიანებს გონება და სხეული გაუსრულყოფილდებათ; მაშინ მოისპობა ყოველგვარი დაავადება, ტანჯვა და სიკვდილი (გამოცხადება 21:3, 4). რა მოჰყვება ამას შედეგად? ჩვენი პლანეტა მთლიანად გადაიქცევა სამოთხედ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, და ამგვარად შესრულდება ედემის ბაღში ღვთის მიერ გაცხადებული მისი თავდაპირველი განზრახვა * (დაბადება 1:28).

ერთადერთი სასიხარულო ცნობა

როდესაც იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რა იქნებოდა „ქვეყნიერების აღსასრულის“ ნიშანი, რომელიც არაერთი მოვლენისგან შედგებოდა, მან ერთი მნიშვნელოვანი რამ მოიხსენია (მათე 24:3—7). იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

2007 წელს ღვთის ნების შესაბამისად, თითქმის შვიდმა მილიონმა იეჰოვას მოწმემ 236 ქვეყანაში სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებას 1,4 მილიარდი საათი დაუთმო. რატომ არიან იეჰოვას მოწმეები მტკიცედ დარწმუნებული, რომ ბიბლიაში ჩაწერილი დაპირებები შესრულდება? პასუხი მარტივია. როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას (რომაელები 3:4).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 იხილეთ ბიბლიის თვალსაზრისი — „გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ?“ გვერდი 10.

[ჩანართი 7 გვერდზე]

ბიბლიაში ნათქვამია, რომ „იქნება დიდი მშვიდობა“