არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მიჰყევით ღვთის სულის ხელმძღვანელობას!“ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესი

„მიჰყევით ღვთის სულის ხელმძღვანელობას!“ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესი

„მიჰყევით ღვთის სულის ხელმძღვანელობას!“ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესი

▪ ეს სამდღიანი კონგრესები პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში 23—25 მაისს ჩატარდება, მომდევნო თვეების განმავლობაში კი მსოფლიოს ათასობით ქალაქში გაიმართება. 2007 წელს მთელ მსოფლიოში ჩატარებულ 3 200-ზე მეტ საოლქო კონგრესს 12 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.

წელს უმეტეს ქვეყნებში პროგრამა 9:20-ზე მუსიკით დაიწყება. პარასკევის თემა „სული წაგიძღვებათ . . . ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ დაფუძნებული იქნება იოანეს 16:13-ზე. პირველ მოხსენებათა შორის იქნება შემდეგი მოხსენებები: „რატომ უნდა მივყვეთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას?“ და „წმინდა სული და შემოქმედება“. მოხსენებათა სერია „ღვთის ერთგულ მსახურებს წმინდა სული ხელმძღვანელობდა“ დაყოფილი იქნება სამ ნაწილად, რომლებშიც განხილული იქნება, თუ როგორ ხელმძღვანელობდა ეს სული ღვთის მსახურებს „მოსეს დროს“, „მსაჯულების დროს“ და „პირველ საუკუნეში“. დილის პროგრამა დასრულდება წამყვანი მოხსენებით: „რა როლს ასრულებს წმინდა სული იეჰოვას განზრახვის შესრულებაში“.

პარასკევს შუადღის პროგრამის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება თემა „პასუხები წმინდა სულთან დაკავშირებულ კითხვებზე“, რომელსაც მოჰყვება მოხსენებები „სული იკვლევს ღვთის სიღრმეებს“ და „იყავით სიტყვის მომსმენნი და შემსრულებელნი“. შემდეგ წარმოდგენილი იქნება ექვსი ნაწილისგან შემდგარი მოხსენებათა სერია „ახალგაზრდებო, იარეთ წმინდა სულით!“ „სკოლაში“, „სამუშაოზე“, „ოჯახში“, „კრებაში“, „გართობისა და დასვენების დროს“ და „როცა მარტონი ხართ“. პარასკევის პროგრამა დასრულდება მთავარი მოხსენებით „ახალგაზრდებო, გაუფრთხილდით იეჰოვასთან ურთიერთობას!“, სადაც ახალგაზრდებისთვის დამხმარე რჩევები იქნება წარმოდგენილი.

შაბათის თემა „სულისთვის თესვა“ დაფუძნებული იქნება გალატელების 6:8-ზე. დილის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება მოხსენებათა სერია „მსახურებაში ღვთის სული გვხელმძღვანელობს“, რომელიც სამ ნაწილად იქნება დაყოფილი. დილის პროგრამის დასასრულს წარმოთქმული იქნება მონათვლის მსურველთათვის განკუთვნილი მოხსენება, რომლის შემდეგაც ჩატარდება ნათლობა.

შაბათს, შუადღის პროგრამა გაიხსნება მოხსენებით: «ბიბლიის დამწერები ‘წმინდა სულით იყვნენ აღძრულნი’». ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება ხუთი ნაწილისგან შემდგარი მოხსენებათა სერია „წმინდა სულით გაძლიერებულნი“ „ვუძლებთ ცდუნებებს“, „ვუმკლავდებით დაღლილობასა და გულგატეხილობას“, „ვიტანთ დევნებს“, „არ ვექცევით თანატოლების ზეგავლენაში“ და „ვუძლებთ გასაჭირს“. შაბათის პროგრამა დასრულდება დღის მთავარი მოხსენებით „დარჩით ღვთის სიყვარულში“.

კვირის თემა „იარეთ სულით“ დაფუძნებული იქნება გალატელების 5:16-ზე. ცხრა ნაწილისგან შემდგარი მოხსენებათა სერია «განივითარეთ „სულის ნაყოფი“» განიხილავს სულის ნაყოფის თითოეულ მხარეს, რომლებიც გალატელების 5:22, 23-შია ჩამოთვლილი. დილის პროგრამას დაასრულებს საჯარო მოხსენება სათაურით „მეფე, რომელსაც იეჰოვას სული ხელმძღვანელობს, კურთხევებს მოგვიტანს“. შუადღისას წარმოდგენილი იქნება მეტად საინტერესო კოსტიუმირებული დრამა სახელწოდებით «არ მიატოვოთ „თავდაპირველი სიყვარული“». მასში ნაჩვენები იქნება, თუ დაახლოებით რა განწყობა და სიტუაცია არსებობდა ქრისტიანებში პირველი საუკუნის ბოლოს. კონგრესი დასრულდება მოხსენებით „ერთგულად იმსახურეთ იეჰოვას სულით მოქმედ ორგანიზაციასთან ერთად!“

ახლავე დაგეგმეთ კონგრესზე დასწრება. თუ გსურთ, გაიგოთ, თქვენს ტერიტორიაზე სად ტარდება კონგრესი, მიმართეთ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.