მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
რა ელის ქრისტიანობას? (თებერვალი 2007) ბევრი რამ, რასაც ამბობთ, შეესაბამება ღვთის სიტყვას, და მეც გეთანხმებით. მაგრამ თქვენს ჟურნალში იყო ორი აზრი, რაშიც ვერ დაგეთანხმებით. ერთი ეხებოდა იმას, რომ თქვენ უარყოფითად მოიხსენიეთ ქრისტიანული ეკლესიები, მეორე კი იმას, რომ საკუთარ რელიგიას სხვებზე მაღლა აყენებთ. ძალიან კარგი იქნებოდა, ყველას რომ ერთი რწმენა და საერთო აზრი გვქონოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემი აზრით, არც ერთი ეკლესია და არც ერთი რელიგიური მიმდინარეობა სხვაზე არ უპირატესობს.
ს. ს. (შეერთებული შტატები).
„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: იეჰოვას მოწმეები არც ერთი რელიგიის მიმდევრების წინააღმდეგ არ გამოვდივართ და არც საკუთარ თავს ვთვლით სხვებზე უკეთესად. ჩვენ გვესმის, რომ „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). საკუთარ სახსრებს, დროსა და ენერგიას არ ვზოგავთ იმისთვის, რომ ხალხს სახლში მივაკითხოთ და გავუზიაროთ ბიბლიური ჭეშმარიტება და ის იმედი, რომელიც მასშია მოცემული. მაგრამ, იესოსა და მისი მოწაფეების მსგავსად ჩვენც, იეჰოვას მოწმეებიც, გაბედულად ვამხელთ რელიგიურ პირმოთნეობასა და ცრუ სწავლებებს.
როგორ უპასუხებთ? ადრე „გამოიღვიძეთ!“-ის ამ რუბრიკას იშვიათად განვიხილავდი ჩემს ორ შვილთან. მაგრამ, ახლა ვხედავ, რომ ეს კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მათ ბიბლიური ჭეშმარიტება ჩავუნერგო. გარდა ამისა, ეს რუბრიკა მეც მეხმარება რწმენის განმტკიცებაში.
ი. ჰ. (ჩეხეთის რესპუბლიკა).
ძალიან მადლიერი ვარ ამ საინტერესო რუბრიკისთვის. ის კარგი საშუალებაა პირადი შესწავლისთვის. ყველაფერი ძალიან კარგადაა მოფიქრებული, წვრილმანების ჩათვლით! ეს უფრო მეტად მაახლოებს ჩემს ბრძენ მამასთან, იეჰოვასთან.
ა. შ. (რუსეთი).
„იეჰოვა, გეხვეწები, მომეცი უფლება, გემსახურო!“ (ივლისი 2007) დანიელა ჰოლის ბიოგრაფიამ იეჰოვასადმი რწმენა გამიძლიერა. სკოლაში მას არავისთან არ ერიდებოდა იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმე იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იეჰოვას მოწმე, რომელიც სკოლაში სწავლობს, ასე მოიქცევა.
ა. რ. (მადაგასკარი).
მე ცხრა წლის ვარ. მე და დედამ სულ ახლახან დავამთავრეთ დანიელას ბიოგრაფიის კითხვა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი მშობლები მოწმეები არიან და ხელი არ მეშლება იეჰოვას მსახურებაში. განსაკუთრებით მომეწონა ის ადგილი, სადაც ასეთი სიტყვები ეწერა: „იმისდა მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ, იეჰოვა ყოველთვის ჩვენთან არის“. მე ისიც მომეწონა, რომ სკოლიდან დაბრუნებული დანიელა საწოლზე ჯდებოდა და განვლილი დღის შესახებ იეჰოვას ისე უყვებოდა, როგორც საკუთარ მამას. მინდა, რომ მას მივბაძო!
ა. დ. (იტალია).
ახალგაზრდების შეკითხვები — რატომ ვარ ყოველთვის გარიყული? (ივლისი 2007) ეს სტატია თითქოს სპეციალურად ჩემთვის დაიწერა. სხვა ყველაფერთან ერთად ისიც მომეწონა, რომ მასში კითხვები იყო დასმული და პასუხების გასაცემად ადგილი იყო გამოყოფილი. დიდი მადლობა. ეს სტატია ძალიან დამეხმარა.
კ. ა. (კანადა).