შვილების აღზრდა მნიშვნელოვანია, გამოავლინოთ გაგების უნარი
შვილების აღზრდა მნიშვნელოვანია, გამოავლინოთ გაგების უნარი
წარმოიდგინეთ, რომ უცხო ქვეყანაში ხართ და ენა არ იცით. ცხადია, თქვენთვის რთული იქნებოდა ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ არა შეუძლებელი. მაგალითად, თქვენ დაგეხმარებოდათ სასაუბრო, რომ იმ ენაზე ძირითადი ფრაზები გესწავლათ, ან თარჯიმანი, რომელიც თქვენს ნათქვამს სხვებს გადაუთარგმნიდა, სხვებისას კი თქვენ გაგაგებინებდათ.
მშობლები, რომლებსაც მოზარდი შვილები ჰყავთ, შეიძლება ზოგჯერ თავს უცხო ქვეყანაში ჩასული ადამიანის მსგავსად გრძნობდნენ. ისევე, როგორც უცხო ენა, მოზარდების ქცევა შეიძლება ძნელი გასაგები იყოს, მაგრამ არა შეუძლებელი. მთავარია, ეცადოთ გაიგოთ, რა ხდება ბავშვის განვითარების ამ, ზოგჯერ ამაღელვებელ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რთულ პერიოდში.
რატომ იქცევიან ასე?
მოზარდების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მშობლების წინააღმდეგ მიდიან. გახსოვდეთ, ბიბლია ამბობს, რომ დგება დრო, როდესაც „მიატოვებს კაცი მამას დაბადება 2:24). იმისათვის, რომ მომავალში მზად იყვნენ უფრო სერიოზული პასუხისმგებლობებისთვის, საჭიროა, მოზარდებმა ზოგიერთ საკითხში თავად მიიღონ ხოლმე გადაწყვეტილებები, რათა გარკვეული გამოცდილება შეიძინონ.
და დედას“ (გავიხსენოთ წინა სტატიაში რამდენიმე მშობლის მიერ ნათქვამი სიტყვები და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი შვილების ამა თუ იმ ქცევის მიზეზი.
ბრიტანეთში მცხოვრებმა ლიამ წუხილით თქვა: „ჩემი ბიჭი მოულოდნელად შეიცვალა. ის უფრო თავდაჯერებული გახდა და მას ნაკლებად აინტერესებდა ჩვენი აზრი“.
პატარა ბავშვების მსგავსად მოზარდებიც განუწყვეტლივ სვამენ კითხვას: „რატომ?“ მაგრამ მოკლედ და მარტივად გაცემული პასუხი, ადრინდელისგან განსხვავებით, მათ მეტად აღარ აკმაყოფილებთ. რატომ ხდება ასე? პავლე მოციქული წერდა: „როცა ბავშვი ვიყავი . . . ბავშვივით ვმსჯელობდი“ (1 კორინთელები 13:11). როდესაც მოზარდები ეჩვევიან მსჯელობას, საჭიროა მათთვის საკითხების უფრო ვრცლად ახსნა, რათა მათი „აღქმის უნარი“ გაიწაფოს (ებრაელები 5:14).
განაში მცხოვრებმა ჯონმა თქვა: „ჩვენი ქალიშვილები კრიტიკულები გახდნენ საკუთარი თავის მიმართ. ისინი განსაკუთრებით თავიანთი გარეგნობით იყვნენ უკმაყოფილო“.
ფაქტია, რომ სწრაფი ზრდის გამო, რომელიც თან ახლავს სქესობრივ მომწიფებას — იქნება ეს ადრე, გვიან თუ თავის დროზე — მრავალი მოზარდი მეტისმეტად წუხს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება. გოგონები შეიძლება მღელვარებით ან შიშით შეხვდნენ თავიანთი სხეულის გარეგნულ ცვლილებებს. ამას ისიც ემატება, რომ სახეზე ზოგს ფერიმჭამელები უჩნდება, ზოგი კი იწყებს კოსმეტიკის გამოყენებას. ამიტომ, ადვილი გასაგებია, თუ რატომ უთმობენ ისინი უფრო მეტ დროს სარკის წინ ტრიალს, ვიდრე გაკვეთილების მომზადებას.
ფილიპინელმა დანიელმა აღნიშნა: „შვილები გვიმალავდნენ, რას ფიქრობდნენ და რას აკეთებდნენ. მათ უფრო მეტად სურდათ განმარტოება. ხშირად, ის უფრო ერჩივნათ, რომ მეგობრებთან ერთად ყოფილიყვნენ, ვიდრე ჩვენთან“.
მშობლებისთვის რაიმეს დამალვა მოზარდს შეიძლება ძვირად დაუჯდეს (ეფესოელები 5:12). მაგრამ, რაც შეეხება განმარტოებას, ამაში ცუდი არაფერია. იესოსაც კარგად ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ‘უკაცრიელ ადგილზე განმარტოებულიყო’ (მათე 14:13). როცა იზრდებიან, ახალგაზრდებსაც სჭირდებათ განმარტოება და ყველამ პატივი უნდა სცეს მათ სურვილს. ზომიერების ფარგლებში განმარტოება ეხმარება ახალგაზრდებს, იფიქრონ სხვადასხვა საკითხზე — ეს კი კარგი თვისებაა, რაც მათ მომავალში გამოადგებათ.
გარდატეხის ასაკში მოზარდებს იმის სურვილიც უჩნდებათ, რომ მეგობრები ჰყავდეთ. მაგრამ საყურადღებოა, რომ „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). თუმცა, ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17). როცა მოზარდი სწავლობს, თუ როგორ ჩაუყაროს საფუძველი კარგ მეგობრობას და როგორ შეინარჩუნოს ის, ამით იძენს მნიშვნელოვან უნარს, რომელიც მომავალშიც გამოადგება.
მშობლებმა, რომლებიც მსგავს სიტუაციებს ხვდებიან, გაგების უნარი უნდა შეიძინონ, რათა თავიანთი მოზარდი შვილების საქციელი არასწორად არ გაიგონ. ცხადია, გაგების უნართან ერთად მშობლებს სიბრძნეც სჭირდებათ, რათა ასეთ დროს საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ. რა დაეხმარებათ მათ ამაში?
[ჩანართი 5 გვერდზე]
მოზარდები ეჩვევიან მსჯელობას, ამიტომ მათ ვრცლად უნდა აუხსნათ ოჯახში დადგენილი წესები