არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვის ხელშია დედამიწის მომავალი?

ვის ხელშია დედამიწის მომავალი?

ვის ხელშია დედამიწის მომავალი?

„გლობალური დათბობა უდიდესი გამოცდის წინაშე გვაყენებს“, — ნათქვამი იყო „ნეშნლ ჯიოგრეფიკის“ 2007 წლის ოქტომბრის ნომერში. ამ ჟურნალის თანახმად, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა, „როგორც საღად მოაზროვნე ადამიანებმა, სწრაფად და გადაჭრით ვიმოქმედოთ, რასაც მთლიანობაში იშვიათად ვაკეთებთ ხოლმე“.

გლობალური დათბობის პრობლემის გადასაჭრელად გამოავლენენ ადამიანები საღ აზროვნებას? ამას მრავალი ფაქტორი უშლის ხელს, მაგალითად, აპათია, სიხარბე, უცოდინრობა, ეგოისტური სურვილები, ღარიბ ქვეყნებში გამდიდრებისკენ ლტოლვა და პრინციპი — „საქმე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს“, რის გამოც მილიონებს არ სურთ რაიმეს შეცვლა, და კვლავაც ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით გამოყენება სურთ.

ღვთის ძველი დროის წინასწარმეტყველი რეალურად აღწერს, თუ რამდენად შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებს, ეთიკური, სოციალური და მმართველობის პრობლემების გადაჭრა. მან დაწერა: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). კაცობრიობის ტრაგიკული ისტორია ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს. დღეს, მეცნიერებისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, ისეთი საშიშროებების წინაშე ვდგავართ, როგორიც ადრე ვერც კი წარმოედგინათ. აქედან გამომდინარე, რამდენად გვაქვს იმის საფუძველი, რომ უკეთესი მომავლის გვჯეროდეს?

მართალია, ბევრს ლაპარაკობენ კლიმატის ცვლილებასა და სხვა საზიანო ფაქტორებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მაგრამ თითქმის არაფერს აკეთებენ. მაგალითად, რა რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოებს, როდესაც 2007 წელს პირველად ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელი მთლიანად გაიხსნა? ამ კითხვაზე პასუხს ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“ გვაძლევს: „ისინი უსირცხვილოდ აცხადებენ, რომ მათ მფლობელობაში შედის ეს საკმაოდ დიდი კონტინენტური შელფი და შეუძლიათ იქიდან მეტი ნავთობისა და აირების მოპოვება“.

დაახლოებით 2000 წლის წინათ ბიბლიამ ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანები „დედამიწის მომსპობნი“ გახდებოდნენ (გამოცხადება 11:18). ცხადია, მსოფლიოს უნდა ჰყავდეს გონიერი და ძლიერი მმართველი, რომელიც სასურველ მიზანს აღწევს, და მორჩილი ქვეშევრდომები. შეუძლია რომელიმე გულწრფელ და უნარიან პოლიტიკურ მმართველს ან მეცნიერს ამ როლის შესრულება? ბიბლია გვეუბნება: „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა“ (ფსალმუნი 146:3).

დედამიწის მომავალი საიმედო ხელშია!

არსებობს ერთადერთი მმართველი, რომელსაც მსოფლიო პრობლემების გადაჭრა შეუძლია. მის შესახებ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: „მასზე დაივანებს იეჰოვას სული, სიბრძნისა და გაგების სული, რჩევისა და ძლევამოსილების სული, ცოდნისა და იეჰოვას შიშის სული . . . სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს . . . თავისი ბაგეების სულით დახოცავს ბოროტებს“ (ესაია 11:2—5).

ვისზეა აქ საუბარი? იესო ქრისტეზე, რომელმაც სიყვარულით გაიღო სიცოცხლე ჩვენ გადასარჩენად (იოანე 3:16). დღეს ის, როგორც ძლიერი სულიერი ქმნილება, ღვთის მიერ დედამიწის მმართველად არის დანიშნული (დანიელი 7:13, 14; გამოცხადება 11:15).

იესოს ღვთის ქმნილებათა შესახებ უზარმაზარი ცოდნა აქვს, რომელიც მან დედამიწაზე მოსვლამდე შეიძინა. უამრავი საუკუნის წინათ, როდესაც ღმერთი ფიზიკურ სამყაროს ქმნიდა, იესო „როგორც ოსტატი“ მის გვერდით იყო (იგავები 8:22—31). წარმოიდგინეთ, იესო, რომელიც ღმერთს დედამიწისა და ყოველი ცოცხალი ქმნილების შექმნაში ეხმარებოდა, მოსპობს ყოველგვარი ზიანის კვალს, რაც ადამიანებმა დედამიწას მიაყენეს!

ვინ იქნებიან ქრისტეს ქვეშევრდომები? ესენი იქნებიან ნამდვილად რბილი ხასიათის, მართალი ადამიანები, რომლებიც იცნობენ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, და ემორჩილებიან იესო ქრისტეს, როგორც მმართველს (ფსალმუნი 37:11, 29; 2 თესალონიკელები 1:7, 8). იესომ თქვა, რომ ისინი დაიმკვიდრებდნენ სამოთხედ ქცეულ დედამიწას (მათე 5:5; ესაია 11:6—9; ლუკა 23:43).

პირადად თქვენ, რის გაკეთება შეგიძლიათ იმისათვის, რომ ბიბლიის ეს დანაპირები თქვენზეც შესრულდეს? ამ კითხვაზე პასუხს თავად იესო გვაძლევს: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

დღეს შეიძლება ჩვენს პლანეტას საშიშროება ემუქრება, მაგრამ ის აუცილებლად განაგრძობს არსებობას და ყოველთვის იქნება ადამიანთა მშვენიერი სახლი. განადგურება კი გარდაუვალია მათთვის, ვინც ღვთის ქმნილებებისადმი უპატივცემულობას ავლენს და იესო ქრისტეს არ ემორჩილება. ამიტომ იეჰოვას მოწმეები გთავაზობენ, მიიღოთ ცოდნა, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ.

[ჩარჩო 8 გვერდზე]

მეცნიერები უძლურები არიან

მილიონობით ადამიანი ბოროტად იყენებს ნარკოტიკებს, ალკოჰოლსა და თამბაქოს, თუმცა ძალიან კარგად იცის, რომ ამით საკუთარ ჯანმრთელობას ვნებს. მათთვის სიცოცხლე ღვთის წმინდა საჩუქარი არ არის (ფსალმუნი 36:9; 2 კორინთელები 7:1). სამწუხაროდ, მსგავსი დამოკიდებულების გამოა დედამიწა ასეთ სავალალო მდგომარეობაში.

არსებობს გამოსავალი? გადაჭრის მეცნიერება და საერო განათლება პრობლემას? ნამდვილად არა. პრობლემის ძირითადი მიზეზი დედამიწის მიმართ იეჰოვას თვალსაზრისის არცოდნაა, ამიტომ საჭიროა ხალხმა უკეთ გაიცნოს ღმერთი. ამ ფაქტს აღნიშნავს ბიბლიაც. მასში ნათქვამია, რომ დადგება დრო, როდესაც ადამიანები „ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ“, რადგან „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

ქრისტეს მმართველობის დროს მართლები დედამიწის სამოთხედ გადაქცევაში მიიღებენ მონაწილეობას