არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველა მგლოვიარეს ვურჩევ მის წაკითხვას

ყველა მგლოვიარეს ვურჩევ მის წაკითხვას

ყველა მგლოვიარეს ვურჩევ მის წაკითხვას

▪ მაშინ, როცა 12 წლის იყო, მამა დაეღუპა. მას შემდეგ წლების განმავლობაში ნერვული აშლილობა და დეპრესია ჰქონდა. იეჰოვას მოწმეთა კანადის ფილიალისთვის მიწერილ წერილში ეს ქალბატონი წერდა:

«ნუგეში ვერსად ვპოვე, სანამ ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“ არ წავიკითხე. ამ ბროშურის წაკითხვამ ტკივილი შემიმსუბუქა. როცა მამაზე ვფიქრობ, დღესაც ვტირი. მაგრამ ამ ბროშურისა და ბიბლიური მუხლების წაკითხვის, წაკითხულზე ფიქრის, ლოცვისა და ტირილით გულის ჯერების შემდეგ, თავს უკეთ ვგრძნობ, რადგან ღვთის დანაპირებით ვპოულობ ნუგეშს.

მალამოსავით მედება გულზე ბროშურაში მოცემული ბიბლიური მუხლები და მანუგეშებელი სიტყვები! თითქოს ისევ გამოვცოცხლდი. ყველა მგლოვიარეს ვურჩევ ამ ბროშურის წაკითხვას».

თქვენც ხომ არ წაგართვათ სიკვდილმა საყვარელი ადამიანი? დღემდე მძაფრ ტკივილს გრძნობთ? გჭირდებათ დახმარება ემოციურ ტკივილთან გასამკლავებლად? რა იმედს გვაძლევს ბიბლია? შეიძლება თქვენთვის ან თქვენი ნაცნობებისთვის მანუგეშებელი აღმოჩნდეს 32-გვერდიანი ბროშურის „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანის“ წაკითხვა. თქვენც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს 32-გვერდიანი ბროშურა, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს ბროშურა.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.