არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„არ ვიცოდი, რომ ღმერთს სახელი ჰქონია“

„არ ვიცოდი, რომ ღმერთს სახელი ჰქონია“

„არ ვიცოდი, რომ ღმერთს სახელი ჰქონია“

▪ ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ ქალბატონს, რომელმაც წაიკითხა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მან აღნიშნა: „ეს სავსებით ლოგიკურია“. შემდეგ დასძინა: „ჩემს ბიბლიაშიც ვნახე ღვთის სახელი. ბიბლიის შესახებ ასეთი საინტერესო და ადვილად გასაგები ენით დაწერილი წიგნი არასოდეს წამიკითხავს!“

წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ საუბარია არა მხოლოდ ღვთის თავდაპირველ განზრახვაზე, რომ დედამიწაზე სამოთხე ყოფილიყო, არამედ იმაზეც, თუ როგორ შესრულდება ეს განზრახვა. ამ წიგნში აგრეთვე ახსნილია, თუ რა როლს ასრულებს ღვთის ძე, იესო ქრისტე ამ განზრახვის შესრულებაში, რატომ ვბერდებით და ვკვდებით, რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას და როგორ გაგვათავისუფლებს ღვთის სამეფო ყოველგვარი ტანჯვისგან.

ჯერ სულ რაღაც სამი წელია, რაც ეს წიგნი გამოვიდა და უკვე 79 მილიონზე მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდა 220 ენაზე. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.