არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თოლიის კიდურები

თოლიის კიდურები

ვინ შექმნა?

თოლიის კიდურები

▪თოლიას კიდურები ყინულზეც კი არ ეყინება. როგორ ინარჩუნებს მისი სხეული სითბოს? ნაწილობრივ ეს ურთიერთსაპირისპირო თბოგადამცემი სისტემის მოქმედებით აიხსნება.

დაფიქრდი: ურთიერთსაპირისპირო თბოგადამცემი სისტემის მუშაობის პრინციპი ასეთია: ერთმანეთის პარალელურად განლაგებული ორი მილიდან ერთში თბილი სითხე მიედინება, მეორეში — ცივი. როდესაც მილებში სითხე ერთი და იმავე მიმართულებით მიედინება, ერთი მილიდან მეორეს სითბოს მხოლოდ 50 პროცენტი გადაეცემა. მაგრამ, როცა მილებში სითხე ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მიედინება, მაშინ ერთი მილიდან მეორეს სითბოს 100 პროცენტი გადაეცემა.

თბოგადამცემი სისტემის საშუალებით თოლიის კიდურებში თითებისკენ მიმავალი სისხლი ნელ-ნელა ცივდება და სისხლის ტემპერატურა თითქმის ნულ გრადუსამდე ეცემა, შემდეგ კი უკან დაბრუნებული სისხლი ამავე სისტემის საშუალებით თბება. მკაცრ კლიმატურ პირობებში ბინადარ ფრინველთა შესახებ ორნითოლოგი გარი რიჩისონი წერს: „ურთიერთსაპირისპირო თბოგადამცემი სისტემა იმდენად უნიკალური და ეფექტურია, რომ ენერგიის დაზოგვის მიზნით ეს სისტემა საინჟინრო დარგში წარმატებით დაინერგა“.

რას ფიქრობთ? თავისით გაჩნდა თოლიის კიდურებში ურთიერთსაპირისპირო თბოგადამცემი სისტემა * თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ურთიერთსაპირისპირო თბოგადამცემი სისტემა მოქმედებს როგორც ადამიანებში, ისე ზოგიერთი სახეობის თევზებსა და ცხოველებშიც.

[დიაგრამა⁄სურათები 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

თოლიის თითებიდან უკან დაბრუნებული სისხლი თბოგადამცემი სისტემის საშუალებით თბება

[დიაგრამა]

32°C

0-5°C

Seagull: © Michael S. Nolan/age fotostock