არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მასწავლებელმა სხვებსაც ურჩია მისი წაკითხვა

მასწავლებელმა სხვებსაც ურჩია მისი წაკითხვა

მასწავლებელმა სხვებსაც ურჩია მისი წაკითხვა

▪ სად შეუძლიათ ახალგაზრდებს სანდო რჩევების პოვნა? იტალიაში მცხოვრებ ცამეტი წლის კარინას ძალიან მოსწონს წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“. ცოტა ხნის წინ მას შესაძლებლობა მიეცა, რომ ეს წიგნი კლასში გაევრცელებინა.

«მე მერვე კლასში ვარ, — ამბობს ის, — გაკვეთილზე ვმსჯელობთ ხოლმე იმ პრობლემებზე, რომლებსაც მოზარდები ხვდებიან. ერთ დღეს ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, რომ როგორც გაიგო, ჩვენს პუბლიკაციებში ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი თემები განიხილება. მან მთხოვა, მისთვის მიმეტანა ის ლიტერატურა, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა. მეც მივუტანე მას წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.

რამდენიმე დღის შემდეგ მასწავლებელმა ამ წიგნიდან გაკვეთილზე განიხილა მეათე თავი სათაურით „რამდენად მნიშვნელოვანია გარეგნობა?“. მან საშინაო დავალებაც კი მოგვცა და გვითხრა, რომ დავალება მეათე თავის ბოლოს მოცემულ განსახილველ კითხვებზე დაგვეფუძნებინა. მასწავლებელმა თქვა: „ეს წიგნი ისეთი საინტერესო და პრაქტიკულია, რომ სირცხვილი იქნებოდა, ყველა თქვენგანს არ ჰქონოდა“.

მასწავლებელს ვუთხარი, რომ ვისაც სურდა, ყველას მივუტანდი წიგნს. თექვსმეტმა თანაკლასელმა გამოთქვა ამის სურვილი. როდესაც წიგნებს ვარიგებდი, მათაც მთხოვეს წიგნი, რომლებიც ადრე აღებას არ აპირებდნენ».

წიგნში, „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, აგრეთვე მოცემულია ისეთი თავები, როგორიცაა, „რატომ ვვარდები დეპრესიაში?“, „როგორ გამოვიცნო ნამდვილი სიყვარული?“, „რატომ უნდა ვთქვა უარი ნარკოტიკებზე?“ და „როგორ დავიხსნა თავი ტელევიზორის მონობისგან?“. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ტალონში მითითებულ ან ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.