არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ის ეხმარება მათ, ჰქონდეთ უფრო აზრიანი ცხოვრება

ის ეხმარება მათ, ჰქონდეთ უფრო აზრიანი ცხოვრება

ის ეხმარება მათ, ჰქონდეთ უფრო აზრიანი ცხოვრება

▪ ვინც წაიკითხა წიგნი „მოდი და გამომყევი“, ის ყველას ძალიან მოეწონა. „იესო უფრო რეალური პიროვნება გახდა ჩემთვის, — თქვა ერთმა ქალბატონმა. — უფრო მეტად დავინახე, თუ რა მნიშვნელოვანი როლი აკისრია მას ღვთის განზრახვის შესრულებაში. მინდა, რომ უფრო აზრიანად ვიცხოვრო და ვიქადაგო სასიხარულო ცნობა, რომელიც დღეს ამ ქვეყნიერებაში მცხოვრებ ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება“.

ერთმა მამამ დაწერა: „ამ წიგნმა აღმძრა, მივბაძო იესოს სრულყოფილ მაგალითს . . . დავინახე, რომ მნიშვნელოვანია დავფიქრდე იესოს სწავლებებსა და იმ თვისებებზე, რომლებსაც ის დედამიწაზე ყოფნის დროს ავლენდა — თავმდაბლობაზე, სიყვარულზე, მოთმინებაზე, მორჩილებასა და შეუპოვრობაზე. იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, რაც აღმძრავს, განვაგრძო მსახურება“.

სხვა მადლიერმა მკითხველმა აღნიშნა, რომ ის სრულიად ეთანხმება ამ წიგნის უკანა ყდაზე მოცემულ სიტყვებს: „იესო ქრისტეს, ღვთის მიერ დანიშნული წინამძღოლის დახმარებას ყველა ვსაჭიროებთ . . . ეს წიგნი დაგეხმარება, ახლოს გაიცნო იესო და ერთგულად მიჰყვე მას“. მან შემდეგ ასეთი სიტყვებით განაგრძო: „ეს წიგნი ნამდვილად აღგვძრავს, რომ გვიყვარდეს იესო, გამოვავლინოთ მისადმი რწმენა და დავემორჩილოთ მას“.

ამ 192 გვერდიან წიგნში „მოდი და გამომყევი“ 13 გვერდი დათმობილი აქვს იესოს ცხოვრების ამსახველ ილუსტრაციებს. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ტალონში მითითებულ ან ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „მოდი და გამომყევი“.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.