არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პეპელა მონარქის სანავიგაციო სისტემა

პეპელა მონარქის სანავიგაციო სისტემა

ვინ შექმნა?

პეპელა მონარქის სანავიგაციო სისტემა

▪ პეპელა მონარქს საწერი კალმის წვერის ზომა ტვინი აქვს. ამ პაწაწინა ტვინის წყალობით მიგრაციის დროს მონარქი კანადიდან მექსიკის ტყეებამდე დაახლოებით 3 000 კილომეტრზე მიფრინავს. როგორ იგნებს გზას მონარქი?

დაფიქრდით: პეპელა მონარქს შინაგანი კომპასი ეხმარება, რომ მზის მდებარეობის მიხედვით საკუთარი მიმართულება განსაზღვროს. გარდა ამისა, მონარქი კიდევ ერთი საოცარი უნარით გამოირჩევა. მას ზუსტი შინაგანი ბიოლოგიური საათის საშუალებით დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია სწორი კურსის შენარჩუნება. ეს საათი რომ არა, მხოლოდ მზის მდებარეობის მიხედვით მონარქი შეიძლება შეცდომაში შესულიყო, რადგან წელიწადის სხვადასხვა დროს მზის მდებარეობა სხვადასხვაგვარია. ნეირობიოლოგი სტივენ რეპერტი ამბობს, რომ პეპელა მონარქს „დღემდე შესწავლილ მწერებსა და ცხოველებთან შედარებით დროის განსაზღვრის სრულიად განსხვავებული უნარი აქვს“.

თუ მეცნიერები უფრო მეტად ამოხსნიან მონარქის შინაგანი საათის საიდუმლოებას, მათ შეიძლება უფრო მეტი გაიგონ ცხოველისა და ადამიანის ბიოლოგიური საათის ფუნქციონირების შესახებ. აგრეთვე, ამან შესაძლოა ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალ მეთოდებს ჩაუყაროს საფუძველი. „გაოცებას იწვევს ის, თუ რა საოცრად ფუნქციონირებს მონარქის ტვინი, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს დრო, აღიქვას ადგილმდებარეობა და ეს ყოველივე ერთმანეთთან დააკავშიროს“, — ამბობს დოქტორი რეპერტი.

რას ფიქრობთ? შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ ის, რომ პეპელა მონარქს რთული სანავიგაციო სისტემა აქვს, თუ შემოქმედის დამსახურებაა ეს?

[დიაგრამა⁄რუკა 10 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

პეპელა მონარქი მიგრაციის დროს კანადიდან მექსიკის ტყეებამდე დაახლოებით 3 000 კილომეტრზე მიფრინავს

[რუკა]

კანადა

ამერიკის შეერთებული შტატები

მექსიკა

მეხიკო

[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]

Background: © Fritz Poelking/age fotostock